|
2020-11-17 16:49:51, 704 ნახვა
კომენტარი
გიგი უგულავა - ჩუმად, ჩუმად, არვინ გაგვიგოს, როგორ შეიძლება საარჩევნო კამპანია აწარმოო ჩუმად?
კალაძე რას იძახის, რომ კამპანიას ჩუმად ვაწარმოებთ? როგორ შეიძლება, საარჩევნო კამპანია აწარმოო ჩუმად, - ასე ეხმაურება ჟურნალისტებთან „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას, რომლის თანახმად ოპოზიციური პარტიები საარჩევნო კამპანიას ჩუმად აწარმოებენ. უგულავა მოუწოდებს ამომრჩეველს, რომ 21 ნოემბერს არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა არ მიიღონ. „სამწუხაროდ,მსგავსი სიბრიყვის, უაზრობის და აბსურდის წარმოდგენა, რაც, კახა კალაძემ განაცხადა, უბრალოდ შეუძლებელია. კალაძე რას იძახის, რომ კამპანიას ჩუმად ვაწარმოებთ? როგორ შეიძლება, საარჩევნო კამპანია აწარმოო ჩუმად? - ჩუმად, ჩუმად, არვინ გაგვიგოს. მეორე ტურები იგივენაირი სიყალბეა და მოვუწოდებ ამომრჩეველს, 21 ნოემბერს ამ სიყალბეში მონაწილეობა არ მიიღოს იმის მიუხედავად, რომ ხელისუფლება თვლის, ხალხმა არაფერი არ იცის. ის, რაც კანონში წერია, სულ რომ მოკვდე, ბიულეტენში მაინც ეწერები, აი ამით ბრიყვი კალაძე სარგებლობს და ხალხს ეუბნება, როგორც წყალწაღებული ხავსს ეჭიდება, რომ ეგენი ჩუმად აწარმოებენ კამპანიას და ჩუმად იღებენ არჩევნებში მონაწილეობასო“, - განაცხადა გიგი უგულავამ. ცნობისთვის, დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიცია საარცევნო კამპანიას ფარულად აწარმოებს.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)