|
2020-11-17 11:49:11, 499 ნახვა
ეკონომიკა
„ჭკვიანი გზავნილი“ – „ლიბერთი“ საერთაშორისო ფულად გზავნილებზე ახალ აქციას იწყებს
დღეიდან, „ლიბერთი“ ბანკი საერთაშორისო ფულად გზავნილებზე კიდევ ერთ აქციას „ჭკვიანი გზავნილი" იწყებს. აქცია მიზნად ისახავს როგორც ფულადი გზავნილების მომხმარებლების წახალისებას, ასევე დისტანციური საბანკო სერვისების გამოყენების სტიმულირებას. ყველაზე აქტიური მომხმარებელი, რომელიც აქციის პერიოდში მიიღებს და/ან გააგზავნის საერთაშორისო ფულად გზავნილს ყველაზე მეტჯერ, საჩუქრად 20 000 ლარს მიიღებს. მთავარი გამარჯვებულის გარდა, დასაჩუქრდება 200-ზე მეტი აქტიური მომხმარებელი: აქციის ფარგლებში თამაშდება 20 ნოუთბუქი და 200 ჭკვიანი საათი მათთვის, ვინც საერთაშორისო ფულადი გზავნილის სერვისით ისარგებლებს ლიბერთის ნებისმიერ არხში, მათ შორის - ინტერნეტ და მობაილ ბანკში. აქციაში მონაწილეობა მარტივია და ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც „ლიბერთის“ სერვის ცენტრებში, ან დისტანციურ არხებში მიიღებს და/ან გააგზავნის გზავნილს, ავტომატურად ერთვება აქციაში. დამატებით, ნებისმიერი საერთაშორისო გზავნილის მიღებისას და/ან გაგზავნისას მომხმარებლები „ლიბერთი“ ბანკის სერვის ცენტრებსა და მობაილ ბანკში ისარგებლებენ ვალუტის გაცვლის სპეც.კურსით. აქციის ფარგლებში, ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც ჯერ არ სარგებლობს „ლიბერთის“ უნივერსალური ანგარიშით, საჩუქრად მიიღებს ბარათს და უფასოდ ისარგებლებს ანგარიშის მომსახურების უნივერსალური პაკეტით 6 თვის განმავლობაში. „ლიბერთის“ უნივერსალური ანგარიშის გახსნა და ასევე, საბანკო ბარათის შეკვეთა შესაძლებელია სახლიდან და კომფორტის ზონიდან გაუსვლელად, ნებისმიერ დროს ვებ გვერდზე www.365.ge. საერთაშორისო ფულადი გზავნილების აქცია დაიწყო 2020 წლის 15 ნოემბერს და გაგრძელდება 2021 წლის 15 იანვრის ჩათვლით. დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია „ლიბერთი“ ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე: libertybank.ge
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)