00:36 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-16 13:24:41, 479 ნახვა

ეკონომიკა
დღეის მდგომარეობით, საქართველოდან ექსპორტირებულია 53.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ქართული თხილი

2020 წლის 1 აგვისტოდან 15 ნოემბრამდე პერიოდში, საქართველოდან, 10 179 ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 53.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული თხილის ექსპორტის მოცულობა 2 853 ტონით (39%) აღემატება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 17.9 მლნ აშშ დოლარით (50%)  გაიზარდა.

ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება, კერძოდ, გერმანიაში (2 977 ტონა), იტალიაში (1 966 ტონა), ჩეხეთში (550 ტონა), პოლონეთში (320 ტონა), ლიეტუვაში (289 ტონა), ბულგარეთში (279 ტონა), ესპანეთში (308 ტონა), საფრანგეთში (218 ტონა), საბერძნეთში (97 ტონა), ესტონეთში (88 ტონა), ლატვიაში (62 ტონა), ლუქსემბურგი (60 ტონა), სლოვაკეთში (64 ტონა), ავსტრიასა (22 ტონა) და ხორვატიაში (10 ტონა).

ქართული თხილი ექსპორტზე გადის ასევე ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა რუსეთი (496 ტონა), სომხეთი (497 ტონა), ბელარუსი (240 ტონა), თურქეთი (530), უკრაინა (176 ტონა), ალჟირი (173 ტონა), ბრაზილია (186 ტონა), კანადა (114 ტონა), საუდის არაბეთი (74 ტონა), მექსიკა (67 ტონა), იორდანია (38 ტონა), სირია (50 ტონა), შვეიცარია (47 ტონა), ერაყი (24 ტონა), დიდი ბრიტანეთი (22 ტონა), აშშ (19 ტონა) და სხვა. 

2016 წლიდან, აზიური ფაროსანას და სოკოვანი დაავადებების გავრცელების გამო, თხილის წარმოება (შესაბამისად ექსპორტი) მცირდებოდა და 2018 წელს მინიმალურ ნიშნულს, 17 ათას ტონას მიაღწია. 2020 წელს მიღებული მაღალი ხარისხის თხილის მოსავალი სახელმწიფოს მიერ შემუშავებული ფაროსანასთან ბრძოლის სტრატეგიის საფუძველზე, შესაბამისი სამსახურებისა და ფერმერების მიერ ერთობლივად გატარებული მასშტაბური ღონისძიებების შედეგია.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics