|
2015-09-24 16:39:37, 654 ნახვა
საზოგადოება
ავღანეთში დაღუპულ ქართველ ჯარისკაცს სამშობლოში ხვალ ჩამოასვენებენ
ავღანეთში დაღუპულ ქართველ სამხედრო მოსამსახურეს ვასილ ყულჯანიშვილის სამშობლოში ხვალ ჩამოასვენებენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა განუცხადა. "დაგვიდასტურა ავღანეთმა, სარდლობამ, რომ ხვალ მოხდება ჩამოსვენება თბილისში, სპეციალური ამერიკული თვითმფრინავით ჩამოასვენებენ. ოჯახის გადაწყვეტილებით, სამშაბათს იქნება დაკრძალვა. საბედნიეროდ მოვახერხეთ, რომ პროცედურა შეგვემოკლებინა და მინიმალურ ვადებში დასრულდა ექსპერტიზა, რაც ასეთ შემთხვევებში სავალდებულოა",- განაცხადა ხიდაშელმა. რაც შეეხება დაჭრილ ქართველ სერჟანტს, ხიდაშელის თქმით, იგი სამკურნალოდ უკვე გერმანიაშია გადაყვანილი. „ექიმები ამბობენ, რომ სწრაფად გამოვა მდგომარეობიდან. როგორც ერთის, ისე მეორეს შემთხვევაში მთლიანად ხარჯებს თავდაცვის სამინისტრო იღებს. დაჭრილი სერჟანტის მკურნალობის ხარჯებს მთლიანად ჩვენი პარტნიორები იღებენ საკუთარ თავზე”, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)