16:34 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-24 15:55:36, 684 ნახვა

საზოგადოება
პროექტი "ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში" კიდევ 4 რეგიონში განხორციელდება

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, პროექტის "ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში" ფარგლებში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან, მონაცემთა გაცვლის სააგენტოსთან, ფინანსთა სამინისტროს  ანალიტიკურ სამსახურთან და პროექტისთვის  შერჩეულ 4 მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობის  მემორანდუმს მოაწერა ხელი.
მემორანდუმს, ახლად შერჩეულ 4 მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთან ერთად, სახელმწიფო სერვისების  განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე შიო ხეცურიანმა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს  თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძემ, მონაცემთა გაცვლის  სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი გვენეტაძემ და ფინანსთა  სამინისტროს საფინანსო ანალიტიკური  სამსახურის დირექტორმა გიორგი კურტანიძემ მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის თანახმად, პროექტი ამჯერად კიდევ 4 მუნიციპალიტეტში: მცხეთაში, ქალაქ გორში, ჩხოროწყუსა და ზუგდიდში განხორციელდება. განახლდება მუნიციპალიტეტების  კომპიუტერული ინფრასტრუქტურა, მოხდება  თანამშრომლების გადამზადება IT საბაზისო უნარებში, დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემასა და  მუნიციპალიტეტების მართვის  სისტემაში.
ასევე განხორციელდება იმ საკანონმდბელო ბაზის განახლება, რომელიც მუნიციპალიტეტების  ელექტრონულ მმართველობაზე  გადასვლასთანაა დაკავშირებული. საბოლოო ეტაპზე მოხდება  დოკუმენტბრუნვის  ელექტრონული სისტემისა  და  მუნიციპალიტეტების მართვის  სისტემის  დანერგვა. აღნიშნული სისტემების საშუალებით,  გაუმჯობესდება კონტროლი გაწეულ მომსახურებაზე, შემცირდება მომსახურების მიღების  ვადები და მინიმუმამდე იქნება  დაყვანილი საოპერაციო და ადამიანური ხარვეზები, გადაწყვეტილებების  მიღების პროცესი კი, გამჭვირვალე გახდება.
პროექტის "ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში" ფარგლებში, ელექტრონული სისტემების რეალურ რეჟიმში გასაშვებად საჭირო მოსამზადებელი სამუშაოები წარმატებით მიმდინარეობს 5 საპილოტე მუნიციპალიტეტებში: ახმეტაში, ყვარელში, ხაშურში, ქარელსა და ხობში.
"სერვისების განვითარების სააგენტო განაგძრობს პროექტს "ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ  თვითმმართველობებში". უკვე მიმდინარეობს ეს პროექტი 5 მუნიციპალიტეტში, ახმეტაში, ყვარელში, ქარელში, ხაშურსა და ხობში. ასევე, აღნიშნული პროექტი დღეიდან უკვე დაიწყება 4 ახალ მუნიციპალიტეტში-გორში, ზუგდიდში, ჩხოროწყუსა და მცხეთაში. ამ პროექტის ფარგლებში აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში დაინერგება დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა და მუნიციპალური მართვის სისტემა. ეს ხელს შეუწყობს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში გამჭვირვალობას, პროცესების დაჩქარებასა და კონტროლის შესაძლებლობას",-განაცხადა სახელმწიფო  სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე შიო ხეცურიანმა.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის  წარმომადგენელი პროექტის "ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში" განხორციელებას მიესალმება და იმედს გამოთქვამს, რომ ის სხვა მუნიციპალიტეტების მსგავსად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტშიც წარმატებით განხორციელდება.
"უკვე მუნიციპალიტეტები გადადიან ელექტრონული  მართვის სისტემაზე, რაც, ფაქტობრივად ნიშნავს ერთი ფანჯრის პრინციპს. აქედან გამომდინარე, ჩვენს მოქალაქეებსაც გაუადვილდებათ წერილების, დოკუმენტების  ჩაბარება; პირად გამგებლებს და შესაბამისად, ხელმძღვანელ პირებს გაუადვილდებათ თითოეულ დოკუმენტთან  მიმართებაში, მიაქციონ ყურადღება, თუ სად არის ეს წერილი და ყველაფერი ეს სრულდება  თუ არა იმ კანონის დროის ფარგლებში. აქედან გამომდინარე, ეს პირველ რიგში, კომფორტულად იმოქმედებს მოსახლეობაზე და ჩვენ ვუერთდებით ამ მემორანდუმს. იმედი მაქვს, ის პროექტი, რომელიც სხვა მუნიციპალიტეტებში წარმატებით განხორციელდა, ჩვენთანაც წარმატებით განხორციელდება",-აღნიშნა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა დათო გოგუამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics