12:49 - 22 Oct, 2026
|
2015-09-24 15:20:09, 573 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილმა ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცის ოჯახს მიუსამძიმრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურის, ვასილ ყულჯანიშვილის ოჯახს მიუსამძიმრა. მთავრობის მეთაურმა გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და ახლობლებს თანადგომა აღუთქვა. „ვუსამძიმრებ შეიარაღებულ ძალებს და მთელს საქართველოს, ჩვენს ერს, ვინაიდან, ვასილი არის ჩვენი გმირი ჯარისკაცი, რომელიც გმირულად დაიღუპა ავღანეთში. კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი მისი სულის წინაშე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მთავრობის მეთაურის დავალებით, დაღუპული ჯარისკაცის ოჯახს ფინანსთა სამინისტრო კანონით განსაზღვრულ 100 ათას ლარს გამოუყოფს, ხოლო გარდაცვლილის სამშობლოში გადმოსვენებისა და დაკრძალვის ხარჯებს თავდაცვის სამინისტრო დაფარავს.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)