|
2020-11-13 21:52:08, 751 ნახვა
კომენტარი
ელენე ხოშტარია - დიალოგი, რომელიც მმართველ პარტიასთან შედგა, ხალხის დამსახურებაა
„დიალოგი, რომელიც მმართველ პარტიასთან შედგა, ხალხის დამსახურებაა“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ თუ სიტუაცია ჩახრებოდა ხელისუფლება შეიძლება არც მოსულიყო დიალოგზე. „თავისთავად დიალოგი, ის, რომ მმართველ პარტიას მოუწიათ მოსვლა და დაჯდომა ოპოზიციასთან არის ხალხის დამსახურება, პატარა მაგრამ უკვე ხალხის აქტიურობის შედეგი. როდესაც აქციაზე ჩვენ საერთო ოპოზიციური განცხადება გავაცანით ხალხს ვუთხარით, რომ ამ სამ საკითხზე – ხელახალი არჩევნები, პოლიტპატიმრები და ახალი ადმინისტრაცია, ის კი არ იყო, რომ ვიღაცამ დაგვიძახა დიალოგზე, ხალხმა მოითხოვა დიალოგი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით. ისინი უყურებდნენ, თუ ჩაცხრება სიტუაცია, მაშინ შეიძლება, საერთოდ არც კი დამსხდარიყვნენ ამ დიალოგზე“ , - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)