01:34 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-13 17:57:28, 1452 ნახვა

ომი უკრაინაში
ამირან გამყრელიძე - კორონავირუსის რომელიმე ვაქცინის დამტკიცების შემდეგ, საქართველო 700 000-დოზას მიიღებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, როდესაც კორონავირუსის რომელიმე ვაქცინა დამტკიცდება, საქართველო 700 000 ადამიანის საჭირო დოზას მიიღებს.

მისი თქმით, ამ ეტაპზე არსებობს დაახლოებით 5-მდე ვაქცინა, საიდანაც სამს აქვს საკმაოდ დიდი მოლოდინი.

„ბოლო კვირაში კორონას ერთ-ერთი დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ერთ-ერთი გერმანული ბიოტექნოლოგიური კომპანიის, Pfazer-ის მიერ შექმნილმა ვაქცინამ, სადაც კვლევებმა აჩვენა, რომ 90%-მდე დამცველობა აქვს.

დიდი ალბათობით, არ იქნება მხოლოდ ერთი ვაქცინა გამოყენებული კოვიდის საწინააღმდეგოდ. სხვადასხვა კომპანიებს შეკვეთილი აქვთ სხვადასხვა სახელმწიფოებს დაახლოებით 8 მილიარდ ნახევარი დოზა ვაქცინისა. თითქმის ყველა ეს ვაქცინა, რომელიც დღეს არის კვლევების ფაზაში არის ორჯერადი გამოყენების.

აქედან რომელს მიიღებს საქართველო გადაწყვეტილი იქნება ე.წ. კოვაქს პლატფორმაზე, რომელიც შექმნილია ვაქცინების გლობალური ალიანსის მიერ, რომელთანაც ვთანამშრომლობთ ორი ათეული წელია. თუ რომელ ვაქცინას შეისყიდის ეს პლატფორმა ჩვენი ტიპის ქვეყნებისთვის და საქართველოსთვის, ჯერ არ ვიცით. რომელი ვაქცინაც დამტკიცდება, იქნება ეს გერმანული წარმოების,  ბრიტანული, ამერიკული თუ სხვა წარმოების, იმის მიხედვით მიიღება გადაწყვეტილება.  ამ „კოვაქსთან“ ძალიან აქტიურად მუშაობს საქართველო. საქართველომ უკვე პირველი ოთხი მლნ დოლარი გადარიცხა „კოვაქს“ პლატფორმაზე და დაკვეთილი გვაქვს 700 000 ადამიანის სამყოფი დოზა ვაქცინისა. ეს ჯდება დაახლოებით, 17 მლნ დოლარამდე. როდესაც რომელიმე ვაქცინა დამტკიცდება ამერიკის კვებისა და წამლის სააგენტოს (FDA), ევროპის წამლის სააგენტოსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, საქართველო მიიღებს ამ პრეკვალიფიცირებულ ვაქცინას და აიცრება დაახლოებით 700 000 ადამიანი. პირველ რიგში, ესენი იქნებიან რისკ-ჯგუფები“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics