2020-11-13 17:02:21, 646 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურდა
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 3.2951 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ფასი 3.2914 ლარია. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0037 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევროს ფასი ხვალ 3.8961 ლარი იქნება, ხოლო დღეს, მისი შეძენა 3.8888 ლარად არის შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0073 ლარი შეადგინა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან