2020-11-13 14:17:34, 597 ნახვა
საზოგადოება
ფეხბურთის ფედერაციის შენობასთან ხმაურია
ფეხბურთის ფედერაციის შენობასთან ხმაურია.
ადგილზე სამოქალაქო აქტივისტები საქართველო-ჩრდ. მაკედონიის საფეხბურთო მატჩზე ხელისუფლების წარმომადგენლების დასწრებას აპროტესტებენ.
ცოტა ხნის წინ, აქციის მონაწილეებსა და ფედერაციის თანამშრომლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
დაპირისპირების მიზეზი აქციის ერთ-ერთი მონაწილე გახდა, რომელიც შენობის კანცელარიაში კონკრეტული ნივთის შეტანას ცდილობდა.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.
ავტორი: ექსპრესნიუსი,