2015-09-24 13:38:53, 547 ნახვა
საზოგადოება
გიორგი მარგველაშვილი საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს ყურბან–ბაირამს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს ყურბან–ბაირამს ულოცავს.
„ძვირფასო თანამოქალაქენო, გულითადად გილოცავთ ყურბან-ბაირამს -მშვიდობის, იმედის, თანადგომის, მოყვასზე ზრუნვისა და სიკეთის გამარჯვების დიდ დღესასწაულს.
ვუერთდები თქვენს ზეიმს და ბედნიერებას, სულიერ სიმშვიდესა და კეთილდღეობას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს“, - ნათქვამია პრეზიდენტის მილოცვაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან