09:11 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-12 14:20:28, 615 ნახვა

კომენტარი
გიგი უგულავა - არანაირ მოლაპარაკებას გრიგოლ ვაშაძე არ აწარმოებდა, ადამიანურად ნაწყენია

არანაირ მოლაპარაკებას გრიგოლ ვაშაძე არ აწარმოებდა, ეს ინფორმაცია არის ტყუილი, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა „ნაციიონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებას.

მისი თქმით, ვაშაძეს ოპოზიციის 100% და მისი პარტიის 99.9% არ ეთანხმება.

„არანაირ მოლაპარაკებას გრიგოლ ვაშაძე არ აწარმოებდა, ეს ინფორმაცია არის ტყუილი. მას შეიძლება ჰქონდა პრივატული შეხვედრები სხვადასხვა საელჩოს წარმომადგენლებთან, მე ამას არ გამოვრიცხავ, რადგან თანამდებობიდან და სტატუსიდან გამომდინარე, ხშირად აქვს ხოლმე შეხვედრები. არანაირი ოპოზიციის სახელით რაიმე მოლაპარაკებას ჩვენ  საერთაშორისო პარტნიორებთან გრიგოლ ვაშაძე არ აწარმოებდა. გრიგოლ ვაშაძე ოპოზიციის საერთო სახელით ვერ ისაუბრებდა იმიტომ, რომ მას ეს მანდატი აქამდე არ ჰქონია და ამ ინტერვიუს შემდეგ ვეჭვობ, რომ საერთოდ ჰქონდეს. ეს განცხადება ოპოზიციის ერთობისთვის მჟავე გემოს ტოვებს, მაგრამ არ აზიანებს, რადგან მისი განსხვავებული აზრი არის მისი აზრი, მას არ ეთანხმება ოპოზიციის 100% და მისი პარტიის 99.9%. აქედან გამომდინარე, ეს არის მისი აზრი. პატივს ვცემ ყველანაირ განსხვავებულ აზრს. მე მომეჩვენა, რომ ბატონი გრიგოლი არის ადამიანურად ნაწყენი. ვთვლი, რომ ახლა არც ერთი ადამიანის გარიყვის და დამუნათების დრო არ არის“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

ცნობისთვის, გრიგოლ ვაშაძემ „რუსთავი2“-ის ეთერში, მის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე ისაუბრა. როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა აღნიშნა, „ბოლო ჩახმახი“ მომზადებული დიალოგის ჩაშლა იყო. როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლებასთან დიალოგისთვის მზადების პროცესი დაწყებული იყო, თუმცა მოლაპარაკებები სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური წარმომადგენლების მიერ ჩაიშალა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრი სახლი სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ირანზე დარტყმების განახლების საკითხს განიხილავს
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics