13:05 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-12 10:11:18, 476 ნახვა

საზოგადოება
პროექტის „ასუნთქე მომავალი“ ფარგლებში, კრწანისის ტყე-პარკში 1000 ძირი გარემოსთან ადაპტირებული სხვადასხვა სახეობის ენდემური ხე დაირგვება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეებმა, იური ნოზაძემ და ნინო თანდილაშვილმა, თურქეთის რესპუბლიკის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩთან საქართველოში, ფატმა სერენ იაზგანთან ერთად, გამწვანების პროექტში „ასუნთქე მომავალი“ მიიღეს მონაწილეობა.

„მე მინდა მადლობა გადავუხადო თურქეთის მხარეს, რომელიც დღევანდელი აქციის ორგანიზატორი და ფინანსური მხარდამჭერია. მოგეხსენებათ, ჩვენ კრწანისის ტყე-პარკის განახლება-რეაბილიტაციის პროექტს ვახორციელებთ, რაც სხვა სამუშაოებთან ერთად, ამორტიზებული ხეების ახლით ჩანაცვლებას გულისხმობს. პროექტის „ასუნთქე მომავალი”  ფარგლებში, კრწანისის ტყე-პარკში 1000 ძირი გარემოსთან ადაპტირებული  სხვადასხვა სახეობის ენდემური ხე დაირგვება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა იური ნოზაძემ.

„ჩვენ მოხარული ვართ, რომ კრწანისის ტყე-პარკის გამწვანებაში შეგვაქვს წვლილი. იცით, რომ გაუდაბნოება მნიშვნელოვანი გამოწვევაა. შესაბამისად, ჩვენ გვინდა ხეების დარგვით შევაჩეროთ ეს მტკივნეული პროცესი. თითოეულ ხეს აქვს დიდი მნიშვნელობა და ეს არ არის პოპულიზმი.  მოხარული ვიქნები, თუ 20 წლის შემდეგ, მექნება ამ პარკში, უკვე გაზრდილი ხეების ნახვის შესაძლებლობა“, - განაცხადა ფატმა სერენ იაზგანმა.

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინიცირებულ პროექტს საქართველოში თურქეთის თანამშრომლობისა და კორდინაციის სააგენტო (TIKA) ახორციელებს. გამწვანების პროექტი მსოფლიოს 25 ქვეყანაში მიმდინარეობს.

პროექტი „ასუნთქე მომავალი“ 2019 წლის 11 ნოემბერს დაიწყო, რომლის  ფარგლებშიც, მონაწილე ქვეყნებში, ჯამურად, 83 მილიონი ნერგი დაირგვება.

გამწვანების აქციაში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, თურქეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის და ტყის სამინისტროს, ტყის მთავარი სამმართველოს, ასევე, არასამთავრობო სექტორის  წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მარნეულში 6 ადამიანი ტორტით მოიწამლა, მოკვლევა დაწყებულია
ხალხის ტოტალური კონტროლისთვის არ იქნება აუცილებელი მოქალაქის მიმართვა, რეჟიმი თავად მოძებნის კრიტიკოსებს
დეკანოიძე - საკვებ პროდუქტებზე ფასები დაავიწყდათ, სამაგიეროდ, მდინარაძის ფუნქციისთვის კიდევ უფრო მეტი ჩვენი ფული დაიხარჯება
თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სასესხო პორტფელის სავალუტო სტრუქტურის შესახებ რეკომენდაციები გამოაქვეყნა - მკითხველის კომენტარებზე პასუხებთან ერთად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics