|
2015-09-24 12:58:31, 684 ნახვა
საზოგადოება
სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს
საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციასთან, სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები ქვეყნის პრეზიდენტისგან სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადებას და რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური გზით ურთიერთობის დალაგებას ითხოვენ. როგორც „ექსპრესნიუსთან“ საუბარში ევრაზიული კავშირის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა არჩილ ჭყოიძემ განაცხადა, დღევანდელი აქციის მიზანია, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამხედრო ნეიტრალიტეტი გამოაცხადოს. „ჩვენ ვითხოვთ, რომ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა სამხედრო ნეიტრალიტეტი გამოცხადოს. ვითხოვთ, რომ საქართველო არ იყოს არცერთ სამხედრო ბლოკში გაწევრიანებული. ვითხოვთ, რომ უცხო ქვეყნის არც ერთი ბაზა არ იყოს საქართველოში და მათ შორის არც რუსეთის. აღდგეს რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობები და ეს მშვიდობიანი გზით მოგვარდეს. თუ აქ დარჩა ნატო-ს საწვრთნელი ბაზები რუსეთის მხრიდან ადეკვატური პასუხი იქნება და ეს მთლიანად შეიძლება საქართველოს ოკუპაციით დამთავრდეს. საქართველოს პრეზიდენტმა სამხედრო ნეიტრალიტეტი უნდა გამოცხადოს“, - განაცხადა ჭყოიძემ. აქციას ასევე უერთდება „ერეკლე მეორის საზოგადოება“. ისინი ტრანსპფარანტებით და შეძახილებით პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მიემართებიან. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის 10-მდე ეკიპაჟი.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)