|
2020-11-11 14:11:31, 607 ნახვა
კომენტარი
სერგი კაპანაძე - ერთ-ერთი მიზეზი, რისთვისაც მაიკ პომპეო ჩამოდის, საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისია
ერთ-ერთი მიზეზი, რისთვისაც მაიკ პომპეო ჩამოდის საქართველოში, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისია, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტს. მისი თქმით, საქართველო წარმოადგენს პარტნიორს ამერიკისთვის და ეს ვიზიტი არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ამერიკა ერთგული რჩება საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობისადმი. „ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ჩამოდის მაიკ პომპეო საქართველოში, არის ის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი და შესაბამისად, სახელმწიფო მდივანს ეცოდინება ძალიან კარგად და ჩვენ მათთან ვართ სრულ კომუნიკაციაში, როგორც სახელმწიფო დეპარტამენტთან, ისე საელჩოსთანაც და ისე ჩვენ ამერიკელ პარტნიორებთან და ყველა ინფორმაციას მათ ვაწვდით. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო მდივნის ვიზიტი მათ შორის მოიცავს იმ თემებსაც, რაც არის დღეს პრობლემატური და კრიზისული საქართველოში, ანუ გაყალბებული არჩევნები. ამრიგად, საუბარი იმაზე, რომ ეს არის მხარდაჭერა ხელისუფლების და გაყალბებული არჩევნების აღიარება, ეს არის ტყული. ეს არის ვიზიტი ქვეყანაში ,რომელიც არის საინტერესო ამერიკისათვის და რომელიც არის ამერიკის პარტნიორი ქვეყანა და აქედან გამომდინარე, ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც ბევრჯერ უქნია აქამდე, როდესაც თავის განცხადებებში დაუდასტურებია თავისი ერთგულება საქართველოს სტატეგიული პარტნიორობისადმი, დაუდასტურებია თავისი ინტერესი საქართველოში დემოკრატიისადმი, ამისი გაგრძელება არის ეს ვიზიტი სწორედ“, - განაცხადა კაპანაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)