08:06 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-24 12:39:15, 425 ნახვა

პოლიტიკა
წულუკიანი იმედოვნებს, რომ პარლამენტი მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ეტაპის განსახორციელებლად ცვლილებათა პაკეტს მხარს დაუჭერს

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა  თეა წულუკიანმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებებათა პაკეტი წარადგინა. მან მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ეტაპთან დაკავშირებით დეტალურად ისაუბრა. თეა წულუკიანმა  ინსტიტუციურად გამყარებულ სასამართლოზე და  არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსზე გაამახვილა ყურადღება და იმედი გამოთქვა, რომ რეფორმას პარლამენტი მხარს დაუჭერს.

"ეს არის ძალიან უმნიშვნელოვანესი მომდევნო ტალღა მართლმსაჯულების, რომლის მიღებასაც ჩვენ გთავაზობთ. წელიწადზე მეტი დროის ნამუშევარია და კარგად გააზრებული რეფორმაა, რომელსაც მე დიდი იმედი მაქვს, მხარს დაუჭერთ და  მომავალ თაობებს, როცა გვკითხავენ, რა გააკეთე ხელისუფლებაში რომ იყავი, რა დამიტოვე, როგორც ქვეყანა,  ჩვენ ვეტყვით,  დაგიტოვე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, ის ინსტიტუციურად  გამყარებული სასამართლო, სადაც თუ ვინმემ დაგჩაგრა, საქმეს მოიგებ და დაგიტოვე ისეთი  სასამართლო, სადაც თუ ინდივიდი მართალია, დიახ, სახელმწიფოს დავასაც მოუგებს და ვერავინ ვერასდროს ვერავის უკანონოდ ვერ ჩააგდებს ციხეში. თუ ჩვენ  შევძლებთ, რომ მომავალ თაობებს ეს ვუთხრათ, ეს მართლაც იქნება თქვენი საქართველოს პარლამენტის დამსახურება",-განაცხადა თეა წულუკიანმა.

ამწუთებში რეფორმის მესამე ეტაპთან დაკავშირებით მოსაზრებას საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე აფიქსირებს.  გვენეტაძემ პარლამენტს თხოვნით მიმართა, მართლმსაჯულების მესამე ეტაპის  რეფორმას  მხარი დაუჭირონ იმ მიზნის მისაღწევად, რომელსაც დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული სასამართლო სისტემა ჰქვია

მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მესამე ტალღა იუსტიციის სამინისტრომ 2014 წლის გაზაფხულზე დაიწყო და ის მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. მისი მიზანი თითოეული მოსამართლის დამოუკიდებლობის ამაღლება, სასამართლოების ხელმძღვანელების მხრიდან მოსამართლეზე შესაძლო ზეწოლის გამორიცხვა და სასამართლოს საქმიანობაში მოსამართლეთა ჩართულობის უზრუნველყოფაა.

სასამართლო სისტემის გაჯანსაღებაზე იუსტიციის სამინისტრო 2012 წლიდან მუშაობს. ინსტიტუციური რეფორმის პირველი ტალღა 2013 წლის მაისში საქართველოს პარლამენტის მიერ კანონმდებლობაში მთელი რიგი ცვლილებების განხორციელებით დასრულდა. რეფორმის მეორე ტალღის ფარგლებში შემოღებულ იქნა გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსამართლეების საქმიანობის შეფასების კრიტერიუმები და პროცედურა, რომელიც ადგენს შეფასების პროცესის ობიექტურად, კეთილსინდისიერად და მიუკერძოებლად წარმართვის ვალდებულებას და, ამავე დროს, ითვალისწინებს შეფასების პროცესში მოსამართლის ინტერესების დაცვის სამართლებრივ გარანტიებს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics