09:09 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-11 12:18:18, 641 ნახვა

კომენტარი
გიორგი კანდელაკი - დავით ზალკალიანი ქართული დიპლომატიის სირცხვილია

ზალკალიანი და მთელი მისი მოღვაწეობა მინისტრის პოსტზე ქართული დიპლომატიის სირცხვილია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა განაცხადა.

კანდელაკი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი ქვეყნის დემოკრატიულ მომავალში დადებით წვლილს შეიტანს.

„ზალკალიანი, მისი პერსონა და მთელი მოღვაწეობა მინისტრის პოსტზე არის ქართული დიპლომატიის სირცხვილი. შეუძლებელია, რომ აშშ-ის უმაღლესი თანამდებობის პირის ვიზიტმა დადებითი წვლილი არ შეიტანოს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ მომავალში. ეს იმიტომ, რომ შეერთებული შტატების ინტერესია აქ იყოს თავისუფლება, საქართველო იყოს მყარი დემოკრატიული ქვეყანა. რაც მოხდა 31 ოქტომბერს დემოკრატიისგან ძალიან შორს არის“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

შეგახსენებთ, რომ 17 ნოემბერს საქართველოს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ეწვევა.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრი სახლი სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ირანზე დარტყმების განახლების საკითხს განიხილავს
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics