16:41 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-24 12:13:53, 586 ნახვა

საზოგადოება
შშმ პირთათვის მართლმსაჯულების ეფექტური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის საკითხზე ტრენინგი ტარდება

24-25 სექტემბერს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ტარდება ტრენინგი თემაზე: „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მართლმსაჯულების ეფექტური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა“.

2014 წლის აპრილიდან ძალაში შევიდა „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენცია“, რომლის მიხედვით, ხელმომწერი სახელმწიფოები იღებენ ვალდებულებას, ხელი შეუწყონ სამართლის ადმინისტრირების სფეროში მომუშავე პროფესიონალების შესაბამის განათლებას, რათა, უზრუნველყოფილ იქნეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მართლმსაჯულებაზე ეფექტური ხელმისაწვდომობა.

აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ  დაიწყო მოსამართლეთა კორპუსისთვის ტრენინგების განხორციელება თემაზე, რომელიც სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებებიდან გამომდინარეობს.

ტრენინგის ფარგლებში მოსამართლეთა კორპუსს მიეწოდება სიღრმისეული ინფორმაცია იმ შიდა და საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტების შესახებ, რომლებიც თავის მხრივ, ქმნიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებათა დაცვის მყარ გარანტიებს.

"იუსტიციის უმაღლესი სკოლის ორგანიზებით,  დღეს მოსამართლეების ტრენინგი ტარდება, რაც  ძალიან მნიშვნელოვანია. მე ვარ მოწვეული ტრენერი, ჩემი მეწყვილეა ერთ-ერთი  მისამართლე თეიმურაზ თოდრია და ჩვენი მიზანია, ამ ორი დღის განმავლობაში, მოსამართლეებს მივაწოდოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია იმ პრინციპების შესახებ, რომელსაც საქართველოს პარლამენტმა რატიფირება გაუკეთა (გაეროს 2006 წლის კონვენცია შშმ პირთა უფლებების შესახებ).მასში ერთ-ერთი მუხლი ეხება მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობას, იმ მნიშვნელობას, რომელიც აქვს ყველა ადამიანის თანასწორობას კანონის წინაშე. ჩვენ ვეცდებით  დღეს დავეხმაროთ მოსამართლეებს ამის გათვითცნობიერებაში და იმედი გვაქვს, რომ ეს არ არის ერთჯერადი ტრენინგი და გაგრძელდება, მიიღებს პერმანენტულ ხასიათს და საბოლოო ჯამში, ყველა მოქალაქეს საქართველოში ექნება თანასწორი უფლება, ისარგებლოს მართლმსაჯულების სისტემით",-განაცხადა  "მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის" აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ახმეტელმა.

გარდა ამისა, ტრენინგის დროს მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცემათ, გაეცნონ პრაქტიკულ მაგალითებს და იმ ხარვეზებს, ან წინაღობებს, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები  საკუთარ უფლებათა რეალიზების დროს აწყდებიან.

"დღეიდან ჩვენ დავიწყეთ ტრენინგების ციკლი მოსამართლეთა კორპუსისთვის ისეთ მნიშვნელოვან თემაზე, როგორიცაა  შშმ პირთათვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა. თემის აქტუალობა გამომდინარეობს იმ გარემოებიდან, რომ შშმ პირები წარმოადგენენ ჩვენი საზოგადოების  განუყოფელ ნაწილს და აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ მოსამართლეებს ჰქონდეთ სიღრმისეული ცოდნა იმ სამართლებრივი აქტების, თუ საერთაშორისო  ინსტრუმენტების, რომლებიც თავის მხრივ ქმნიან მყარ სამართლებრივ გარანტიებს შშმ პირთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით. გარდა ამისა, ტრენინგის დროს, მოსამართლეებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ გაეცნონ პრაქტიკულ მაგალითებს, ყველა იმ ხარვეზებს, თუ წინაღობას, რომელსაც შშმ პირები აწყდებიან თავიანთი  უფლებების რეალიზების დროს. აქედან გამომდინარე, მთლიანობაში, ამით ჩვენ ხელს შევუწყობთ მოსამართლეთა ცოდნის დონის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას. თავის მხრივ, ეს მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ შშმ პირებმა თავიანთი უფლებების უფრო ეფექტურად დაცვა და განხორციელება შეძლონ",-აღნიშნა იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორმა ლაშა მაღრაძემ.

იუსტიციის უმაღლესი სკოლა  აღნიშნული თემაზე ტრენინგის ჩატარებას, როგორც ამ წლის განმავლობაში, ასევე მომავალ წლებშიც გეგმავს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics