09:37 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-10 12:27:43, 663 ნახვა

კომენტარი
არჩილ თალაკვაძე - არავის მივცემთ უფლებას თავს დაესხას ჩვენს დემოკრატიას და დემოკრატიულად ჩატარებულ არჩევნებს

„ჩვენ არავის მივცემთ უფლებას თავს დაესხას ჩვენს დემოკრატიას და დემოკრატიულად ჩატარებულ არჩევნების შედეგებს“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ მზად არის დიალოგისთვის.

„ცესკომ სრული წესების დაცვით, ოპოზიციისა და დამკვირვებლების ჩართულობით გადათვალა ის უბნები, სადაც იყო კითხვის ნიშნები.

უნდა აღინიშნოს, რომ ეუთომ გუშინ განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში, ფუნდამენტური უფლებების სრული დაცვით.

ეს არჩევნები ჩატარდა გლობალური პანდემიის პირობებში, ეს არ იყო ადვილი, თუმცა საქართველომ შესძლო დემოკრატიული არჩევნების ჩატარება.

ჩვენ ვემზადებით მეორე ტურებისთვის, ვემზადებით ასევე ახალი პარლამენტის მუშაობისთვის, რომელიც იქნება უფრო პლურალისტური.

ჩვენი საზოგადოების გაერთიანებისთვის ჩვენ მზად ვართ საუბრისთვისა და მუშაობისთვის. თუ ამის შესახებ ვინმეს სჭირდება მოწოდება, ეს არის ოპოზიცია, განსაკუთრებით მათი დესტრუქციული ნაწილი.

ისინი დიალოგის ნაცვლად სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმით სცადეს მიეღწიათ მიზანს, თუმცა სამართალდამცავებმა დიდი მოთმინებითა და კანონის სრული დაცვით უპასუხეს ამ გამოწვევას.

ჩვენ არვის მივცემთ უფლებას თავს დაესხას ჩვენს დემოკრატიას და დემოკრატიულად ჩატარებულ არჩევნების შედეგებს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიუსელი ხარობს: უნგრეთი ორბანის დამარცხების შემდეგ ევროპის გულში ბრუნდება
ირანი აშშ-ს აფრთხილებს: ნებისმიერი საზღვაო ბლოკადა წარუმატებლობისთვისაა განწირული
თეთრი სახლი სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ირანზე დარტყმების განახლების საკითხს განიხილავს
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics