|
2020-11-10 10:08:32, 801 ნახვა
ომი უკრაინაში
ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში ერთ-ერთი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გარდაიცვალა
ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა. მათ შორის ერთ-ერთი #59-ე საოლქო საარჩევნო კომოსიის თავმჯდომარე ავთანდილ ოსეფაიშვილია. კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, პაციენტების მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო. "24 საათის განმავლობაში, გარდაიცვალა ორი პაციენტი, 65 და 85 წლის მამაკაცები. პაციენტებს კორონავირუსთან ერთად თანმდევი დაავადებები ქონდათ. მათი მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა მძიმედ. 65 წლის მამაკაცი 59-ე საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იყო. მას ვირუსთან ერთად აღენიშნებოდა ორმხრივი პნევმონია, მართვით თანმხლები დაავადებებიდან, ქრ. Bჰეპატიტი , არტერიული ჰიპერტენზია, გულის ქრ.უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტის მე-2 ტიპი. მდგომარეობა უკიდურესად მძიმე . მოზრდილთა რესპირატორული დისტრეს სინდრომი , არასტაბილური ჰემოდინამიკის გამო იმყოფებოდა ინოტროპულ_ვაზოპრესულ მხარდაჭერაზე , სეპტიცემია სტაფილოკოკებით გამოწვეული აღენიშნებოდა ჰექტიური ცხელება, არასტაბილური წნევა და ოქსიგენაცია . კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე , დაავადების მძიმე მიმდინარეიბის გამო,სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა", - განაცხადა მაღლაფერიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)