|
2020-11-09 14:09:00, 636 ნახვა
კომენტარი
სერგი კაპანაძე - შეზღუდვის მანისფესტანტებზე გავრცელებით ივანიშვილი გვეუბნება, რომ მისი დეკრეტი კონსტიტუციაზე მაღლა დგას
შეზღუდვის მშვიდობიან მანისფესტანტებზე გავრცელებით ივანიშვილი გვეუბნება, რომ მისი დეკრეტი კონსტიტუციაზე მაღლა დგას, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა. მისი თქმით, დღეს 6 საათზე განახლდება მშვიდობიანი პროტესტი პარლამენტის წინ, ხოლო 3 მოთხოვნა რჩება უცვლელი: ხელახალი არჩევნების ჩატარება, თამარ ჟვანიას გადადგომა, ახალი ადმინისტრაციის დაკომპლექტება და პოლიტმატიმრების განთავისუფლება. „ჩვენ ვაგრძელებთ დღეს პროტესტს, 6 საათზე პარლამენტთან განახლდება პროტესტი, დანარჩენ გეგმებზე უკვე პარლამენტთან ვისაუბრებთ, რადგან როდესაც ასეთი ტიპის პროტესტი იგეგმება მნიშვნელოვანია, რომ ადგილზე იქნას გახმოვანებული მომდევნო ნაბიჯების შესახებ. ჩვენი მოთხოვნები რჩება უცვლელი, ეს არის ხელახახლი არჩევნების ჩატარება, ცესკოს თავჯდომარის გადაყენება და ახალი ადმინისტრაციის დაკომპლექტება და ახალი წესების მიღება. მესამე, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანების განთავისაუფლება, ამას უკვე დაემატა გუშინ დაპატიმრებული ადამიანებიც, რომლებიც ასევე უკანონოდ არიან დაპატიმრებული. რაც შეეხება შეზღუდვას, ეს შეზღუდვა, რომელსაც არ დაარქვეს კომენდანტის საათი, ეს არის რეალურად პოლიტიკური მიზნით შემოღებული შეზღუდვა და ვერაფრით ვერ იქნება უფრო მაღალი, ვიდრე კონსტიტუციით გარანტირებული თავისაუფალი შეკრების უფლება, ამიტომ,ეს შეზღუდვა არ ვრცელდება იმ ადამიანებზე, რომლებიც არიან მშვიდობიანი მანიფესტანტები და გამოხატავენ თავიანთ პოლიტიკურ მიზნებს. თუ ამას გაავრცელებს, ეს ნიშნავს ივანიშვილისგან იმის თქმას, რომ მისი დეკრეტი დგას უფრო მაღლა, ვიდრე კონსტიტუცია, რაც არის აბსოლიტური სიგიჟე და ამ შემთხვევაშიც, ვიცით რა, ივანიშვილი რა მდგომარეობაშიც იმყოფება ეხლა“, - განაცხადა კაპანაძემ. ცნობისთვის, დღეიდან დიდ ქალაქებში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა იმოქმედებს. აღნიშნულ ქალაქებს მიეკუთვნებიან თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, ფოთი და გორი. შეზღუდვა მოქმედებს როგორც ქვითად, ისე ტრანსპორტით გადაადგილების შემთხვევაში.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)