14:53 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-08 16:29:09, 5887 ნახვა

გიორგი მარგველაშვილი - ხელისფულებამ ვერც ერთი ისტორიის გაკვეთილი ვერ ისწავლა, ვერ ისწავლეს, რომ ხალხის დამონება არავის შეუძლია

„ხელისფულებამ ვერც ერთი ისტორიის გაკვეთილი ვერ ისწავლა, ვერ ისწავლეს, რომ ამ ხალხის დამონება არავის შეუძლია“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მოხარულია, რადგან დღეს აქციაზე ხედავს ახალგაზრდობას, რომლებმაც მომავალი ხელისუფლება უნდა ჩაიბარონ.

„ჩვენ დღეს ვდგავართ აქ გაბრაზებულები, შეურაცხყოფილები და ცოტა გაოცებულები, რადგანაც ვერცერთი გაკვეთილი ვერ ისწავლა ამ ხალხმა ისტორიის, ვერ ისწავლეს, რომ ამ ხალხს ვერ დაამონებ.

როგორ შეიძლება ამ ხალხის ხელისუფლება გერქვას და საერთოდ არ იცოდე ამ ხალხის ისტორია. კარგია, რომ აქ დღეს ვდგავართ, არა მხოლოდ ის ხალხი ვინც 30 წლის წინათ ვიდექით, არამედ აქ არიან ახალგაზრდობა, რომელსაც გადავაბარებთ ჩვენ მომავალ ხელისუფლება და თქვენს ხელშია ეს ხელისუფლება.

მე მინდა იმ ადამიანებს, ვინც აქ არის, ვინც ტელევიზიით გვისემნს და ვინც „ქართული ოცნება“ შემოხაზა მივმართო, კარგია, რომ აქ დგავართ, თორემ გავიღვიძებდით იმ საქართველოში, სადაც კრიმინალური ერთეულები მიადგებოდნენ ადამიანებს და მოსთხოვდნენ რასაც უნდოდათ იმას.

და ეს ყველას შეეხებოდა, არ აქვს მნიშნელობა რა ან ვინ შემოხაზა.

უნდა ვინმეს ასეთ საქართველოში გაღვიძება? უნდა ვინმეს, რომ უკან წავიდეთ? არა არ გვინდა ჩვენ ეს“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics