16:35 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-23 18:37:25, 492 ნახვა

საზოგადოება
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო სატრენინგო პროგრამისთვის მონაწილეთა შერჩევას იწყებს

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო იწყებს მონაწილეთა შერჩევას ახალი ტექნოლოგიების მიმართულებით ინოვაციური მეწარმეობის სატრენინგო პროგრამისათვის, რომელიც 1-13 ნოემბერს, თელ-ავივში გაიმართება.

როგორც სააგენტოში აცხადებენ ისრაელი ინოვაციური სტარტ-აპების კუთხით მსოფლიოში  მეორე ქვეყანაა და მსგავსი თანამშრომლობა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

პროგრამის ორგანიზატორია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო და თელ-ავივის უნივერსიტეტის მენეჯმენტის სკოლა.

პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ინოვაციურად მოაზროვნე და მეწარმული იდეების მქონე ახალგაზრდების განვითარებას, მათთვის მაღალი დონის, საერთაშორისო, პრაქტიკული ცოდნის გადაცემას და გლობალური მნიშვნელობის კომპანიების ჩამოყალიბებაში დახმარებას.

პროგრამა განკუთვნილია ახალგაზრდა, ენერგიულ, მეწარმული სულისკვეთების მქონე მონაწილეებისთის, რომლებიც მზად არიან გაიზიარონ ისრაელის გამოცდილება ინოვაციური, მაღალტექნოლოგიური ბიზნესის მიმართულებით, აიმაღლონ საკუთარი კონკურენტუნარიანობა და მიიღონ გამოცდილება თუ როგორ გახდნენ უფრო წარმატებულები, როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო ბაზარზე და დანერგონ შესწავლილი მეთოდოლოგიები საკუთარ საქმიანობაში.

პროგრამა ფინანსდება ებრაელი მეცენატების მიერ და მასში მონაწილეობა არის უფასო, ეს არ არის ერთჯერადი თანამშრომლობა და პროგრამა მომავლში აუცილებლად გაგრძელდება.

პროგრამას გაუძღვებიან ისრაელის ინოვაციების ეკოსისტემის მთავარი არქიტექტორები, წამყვანი IT კომპანიების თანამშრომლები, ინვესტორები და გამოცდილი მენტორები. პროგრამის ფარგლებში მონაწილეები ეწვევიან google-ისა და Microsoft -ის ბიზნეს აქსელერატორებს და შეისწავლიან ისრაელის სტარტაპ ეკოსისტემის სტრუქტურას.

მონაწილეები შეირჩევიან სააგენტოსა და თელ-ავივის უნივერსიტეტის მენეჯმენტის სკოლის მიერ. მონაწილეთა შერჩევა მოხდება პირველ ეტაპზე აპლიკაციის, ხოლო შემდეგ გასაუბრების საფუძველზე.

პროგრამაში მონაწილეობისათვის საჭიროა აპლიკანტს გააჩნდეს საკუთარი სტარტაპი, ან ინოვაციური ბიზნესის ხელშემწყობი ორგანიზაცია.

რეგისტრაცია შემდეგ მისამართზე: http://bit.ly/1FKuBV3

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 30 სექტემბერი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics