10:49 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-06 23:30:36, 591 ნახვა

კომენტარი
ზურაბიშვილი - სააკაშვილის მივლინების ხარჯი 3-ჯერ, ხოლო მარგველაშვილის 2-ჯერ მეტი იყო

„სააკაშვილის მივლინების ხარჯი 3-ჯერ, ხოლო მარგველაშვილის 2-ჯერ მეტი იყო“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

„საქართველოს პრეზიდენტების 9 თვის სამივლინებო ხარჯები: მიხეილ სააკაშვილი (2012 წელი)- 2.558.799 ₾ იმდროინდელი გაცვლითი კურსით (კურსი1.6) - 1,599,249 $; გიორგი მარგველაშვილი (2016 წელი) 1991954₾ (კურსი 2.1) - 948,549 $: სალომე ზურაბიშვილი (2019 წელი) 1.335569 ₾ (კურსი 2.6) 513,680$

აღნიშნული ნიშნავს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის მივლინების ხარჯი დაახლოებით 3-ჯერ მეტი იყო, ხოლო პრეზიდენტ მარგველაშვილის 2-ჯერ მეტი, ვიდრე დღევანდელი პრეზიდენტისა.

პრეზიდენტს არ აქვს სარეზერვო ფონდი, რომელიც 2019 წელს განულდა და და 2013-2018 წლებში წლიურად 5 მილიონს, ხოლო 2013 წლამდე პერიოდში 50 მილიონ ლარს შეადგენდა.

რაც შეეხება მიმდინარე წლის მივლინებებს უცხოეთში, პანდემიიდან გამომდინარე პრაქტიკულად ყველა გაუქმდა. წლის დასაწყისში შედგა მხოლოდ ორი ვიზიტი, ევროპის საბჭოსა (სტრასბურგი) და ისრაელში. ხოლო, ყველა დანარჩენი ვიზიტი განხორციელდა შიდა ტურიზმის პოპულარიზაციისათვის!“, - ვკითხულობთ განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
ბრიუსელი ხარობს: უნგრეთი ორბანის დამარცხების შემდეგ ევროპის გულში ბრუნდება
ირანი აშშ-ს აფრთხილებს: ნებისმიერი საზღვაო ბლოკადა წარუმატებლობისთვისაა განწირული
თეთრი სახლი სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ირანზე დარტყმების განახლების საკითხს განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics