|
2020-11-06 13:03:57, 1731 ნახვა
ომი უკრაინაში
ირაკლი ოქრუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა
„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერ ირაკლი ოქრუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურადა. ამის შესახებ ოქრუაშვილმა საკუთარ სოციალურ ქსელში დაწერა. „საინტერესო 47-ე წელი შევასრულე (ცესკოს დათვლით 57-ე). საერთოდ არ მიყვარს საკუთარი დაბადების დღე, არც მისი აღნიშვნა და არც მასზე საუბარი. სხვა მიზნით ვწერ პოსტს. სად აღარ "აღმინიშნავს" დაბადების დღე, მიტინგზე, აეროპორტში, ტყეში, ციხეში და ა.შ. ცხოვრება ყოველთვის საინტერესო საჩუქრით მაჯილდოვებდა. წელს, ვფიქრობდი რა საჩუქარს მომიმზადებს იღბალიმეთქი და მივიღე განსაკუთრებული - ლაბორატორიის დადებითი პასუხი კორონაზე. ამის გამო არ ვჩანდი ბოლო ორი დღე აქციებზეც და ტელევიზიებშიც, რადგან პასუხს ველოდი და სამწუხაროდ, 8 ნოემბერსაც მომიწევს აქციის გამოტოვება. გადამდები რომ არ ვიყო, აუცილებლად მოვიდოდი, თუმცა 8-ში მხოლოდ "იწყება" და აუცილებლად დაგეწევით რამდენიმე დღეში. უჩემოდ ბარიკადები არ იქნება... მადლობა ყველას, მოლოცვაზე მეტად 8 ნოემბერს რუსთაველზე მისვლისთვის“, - წერს ირაკლი ოქრუაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)