11:08 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-05 18:23:05, 541 ნახვა

კომენტარი
გიორგი კანდელაკი - ივანიშვილის გაჯიუტება სანქციების საკითხს დღის წესრიგში დააბრუნებს

ივანიშვილის გაჯიუტება სანქციების საკითხს დღის წესრიგში დააბრუნებს, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი, გიორგი კანდელაკი ევროკავშირის მიერ ალექსანდრე ლუკაშენკოს მიმართ სანქციების დაწესებასა და არადემოკრატიული არჩევნების გამო ივანიშვილის მიმართ სანქციების შესაძლო გატარებას.

მისი თქმით, თუკი ბიძინა ივანიშვილს მიეცემა ბურთი და მოედანი, დიდი შანსია, რომ მისი მმართველობა გახდეს დიქტატურა.

„ლუკაშენკომაც თავდაპირველად დემოკრატიულ არჩევნებში გაიმარჯვა, თუმცა ამის შემდგომა ეროზიამ და უკუსვლამ გამოიწვია ბელორუსში დღევანდელი დიქტატორული მმრათველობა. თუკი ბიძინა ივანიშვილს მიეცემა ბურთი და მოედანი, დიდი შანსია, რომ მისი მმართველობა გახდეს დიქტატურა.

8 მარტის შეთანხმებამდე ევროკავშირისა და აშშ-ის მხრიდან უკვე გადაწყვეტილი იყო სანქციების დაწესება, ხოლო ბიძინა ივანიშვილის მიერ არადემოკრატიული არჩევნების ჩატარებამ ეს საკითხი შესაძლოა კვლავ დღის წესრიგში დააბრუნოს.

თავის დროზე, ალექსანდრე ლუკაშენკომ, დემოკრატიული არჩევნებში გაიმარჯვა და ეროზია და უკუსვლა ბელორუსისა მოხდა თანდათან, ეხლა რომ დიქტატურა არ ვართ, არ ნიშნავს, რომ თუ მივეცით ივანიშვილს ბურთი და მოედანი, არ გავხდებით დიქტატურა.

ამ მხრივაც მნიშვნელოვანია ბელორუსის გაკვეთილი და რაც შეეხება სანქციებს, საქართველოს შემთხვევაშიც მინდა გავიხსენო, რომ სანქციების საკითხი უკვე გადაწყვეტილი იყო, რომ არა 8 მარტის შეთანხმება, ევროპარლამენტის  რეზოლუციის შეთანხმებულ ვერსიაში უკვე შეტანილი იყო, აშშ-ს შემთხვევაშიც დღის წესრიგში იდგა.

ამ ყველაფრის დაბრუნებას დღის წესრიგში, შეერთებული შტატების და ევროკავშირის  საქართველოსთან მიმართებაში არაფერი არ უშლის ხელს, უმჯობესი იქნებოდა, რომ ეს ასე არ მომხდარიყო და არჩევნები დემოკრატიულად ჩატარებულიყო, მაგრამ ეს არის ის გზა, რაც აირჩია ბიძინა ივანიშვილმა“, - განაცხადა კანდელაკმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
ბრიუსელი ხარობს: უნგრეთი ორბანის დამარცხების შემდეგ ევროპის გულში ბრუნდება
ირანი აშშ-ს აფრთხილებს: ნებისმიერი საზღვაო ბლოკადა წარუმატებლობისთვისაა განწირული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics