18:46 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-05 14:48:40, 448 ნახვა

საზოგადოება
მაია ცქიტიშვილი - ხშირად პოლიტიკური პროცესი ყოველგვარი წესის გარეშე ხდება ქუჩებში, რაც პირდაპირ აისახება ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდაზე

ხშირ შემთხვევაში ვხედავთ, რომ პოლიტიკური პროცესი ყოველგვარი წესის გარეშე ხდება ქუჩებში, ეს ყველაფერი პირდაპირ აისახება ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდაზე, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, უნდა დავიცვათ ყველა ის წესი, რომელიც არის დადგენილი, რომელიც არის აპრობირებული მთელ მსოფლიოში და რომელიც ძალიან მარტივად შესასრულებელია.

„თუ პოლიტიკური პროცესის ყველა მონაწილემ არ გაიაზრა, რომ თავისი პასუხისმგებლობა აქვთ ამ პროცესში და არ დაწყო ყველა წესის შესრულება ეს მოგვიტანს ინფიცირებულთა რაოდენობის სწრაფ და მკვეთრ ზრდას. ჩვენთვის რა თქმა უნდა დღეს აუცილებელია. რომ მოხდეს მთელი ჩვენი საზოგადოების კონსოლიდაცია, ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანები - მოქალაქეები, ბიზნესი, ყველა პოლიტიკური აქტორი და ყველა ჩვენთაგანის ამოცანა, რომ ჩვენ დავიცვათ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა დავიცვათ ჩვენი თანამოქალაქეები და რა თქმა უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა. ამისთვის ძალიან მარტივია ამისთვის ჩვენ უნდა დავიცვათ ყველა ის წესი, რომელიც არის დადგენილი, რომელიც არის აპრობირებული მთელ მსოფლიოში და რომელიც ძალიან მარტივად შესასრულებელია“,  - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მინისტრმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება იმ შეზღუდვებზე და რეკომენდაციებზე, რომელიც უკვე მოქმედებს ქვეყნის მასშტაბით.

„მე შეგახსენებთ, რომ დღეისთვის საქართველოსი პირბადის ტარება არის სავალდებულო, როგორც შიდა სივრცეში ასევე, გარე სივრცეში. ასევე, მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა რესტორანი და კვების დაწესებულება მუშაობს 22:00 საათამდე, ასევე შეგახსენებთ, რომ უკვე დიდი ხნის განმავლობაში მოქმედებს შეზღუდვა, რომლის ფარგლებშიც შეზღუდულია 10 კაცზე მეტის ჩართვა ისეთ სოციალურ ღონისძიებებში, როგორიცაა ქორწილი, დაბადების დღე, ქელეხი და ა.შ. ასევე, როგორც მოგეხსენებათ დიდ ქალაქებში 25 ნოემბრამდე ყველა სკოლა არის გადასული დისტანციურ რეჟიმში და რა თქმა უნდა ყველა ეს ღონისძიება არის მიმართული იმისკენ, რომ ჩვენ შევანელოთ ვირუსის გავრცელება“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი სოციალურ ქსელებში ცენზურაზე - ვისაც იხუტებს ბრიუსელი, ისინი ცდილობენ ზიზღის დათესვას
რუსი ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქე თავისუფალია
კობახიძე სოციალურ ქსელებში ცენზურაზე - სახელმწიფო უზრუნველყოფს ეფექტიან რეაგირებას
ბაქო - თბილისი - ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics