2020-11-04 21:21:51, 541 ნახვა
საზოგადოება
ისნის საოლქო კომისიაში ოპოზიციის ერთ-ერთ დამკვირვებელი დაშავდა
ისნის საოლქო კომისიაში ოპოზიციის ერთ-ერთი დამკვირვებელი დაშავდა. მას ფეხი მუცელში ჩაარტყეს, რის შემდეგად აღნიშნული პირი შეუძლოდ გახდა.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა. რამდენიმე წუთში დაშავებულს საავადმყოფოში გადაიყვანენ.
ნომერ მე-5 საოლქო საარჩევნო კომისიაში დაპირისპირება იყო. კომისიასთან მიმდინარეობს აქცია, სადაც ოპოზიციური პარტიები და მათი მხარდაჭერები არიან შეკრებილნი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,