|
2020-11-04 20:02:29, 734 ნახვა
კომენტარი
ირაკლი კობახიძე - რევოლუციური სცენარები, არეულობა და უბედურება გავლენას ახდენს ლარის კურზე
„რევოლუციური სცენარები, არეულობა და უბედურება გავლენას ახდენს ლარის კურზე“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მან ასევე აღნიშანა, რომ ქართული საზოგადოება 2-3 დღეში მიხვდება რეალობას. „როდესაც შენ აანონსებ რაღაც რევოლუციურ სცენარებს, არეულობებს და უბედურებას, ეს, ბუნებრივია, გავლენას ახდენს ლარის კურსზე. მაგრამ, ეს რამდენიმე დღის საქმეა. 2-3 დღეში მიხვდება ქართული საზოგადოება, რომ არავითარი თავი მათ რევოლუციური სცენარის განხორციელების არ აქვთ. ისინი არიან უნიათო რევოლუციონერები, რაზეც ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის ახალი კურსის მიხედვით, ლარი კვლავ გაუფასურდა. ეროვნულმა ვალუტამ დოლართან მიმართებით 4.2 თეთრი, ხოლო ევროსთან 4.5 თეთრი დაკარგა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)