16:19 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-03 10:47:27, 465 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილმა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ გამართულ ევროპის 32-ე რეგიონულ ონლაინ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ გამართულ ევროპის 32-ე რეგიონულ ონლაინ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

კონფერენციაზე, პანდემიის პირობებში, ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის აგროსასურსათო სისტემების მდგრადობის, მოსახლეობის ჯანსაღი საკვებით  უზრუნველყოფისა და საოჯახო ფერმერული მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის საკითხები განიხილეს. ლევან დავითაშვილმა შექმნილ ვითარებაში ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა.

„მოხარული ვარ, მოგესალმოთ ამ მეტად მნიშვნელოვანი კონფერენციის ფარგლებში. გლობალურ პანდემიას საქართველოც ებრძვის. მოგეხსენებათ, სოფლის მეურნეობა ეკონომიკის შემადგენელი ნაწილია.  ჩვენი მოსახლეობის, დაახლოებით, 43 % დასაქმებულია აგრარულ სექტორში. პანდემიამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ აღნიშნული დარგის განვითარების ხელშეწყობა პრიორიტეტული საკითხია. ვფიქრობ, ერთიანი მიდგომებით ჩვენ შევძლებთ გლობალური გამოწვევების მართვას“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრმა ვრცლად ისაუბრა კრიზისის პერიოდში სასურსათო მარაგების კონტროლის და ეფექტიანი ლოგისტიკის მნიშვნელობაზე და კონფერენციის მონაწილეებს სახელმწიფოს მიერ საგანგებოდ შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმის - „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე” ძირითადი მიმართულებები და იმ მთავარი ცხრა სასურსათო პროდუქტის ჩამონათვალი გააცნო, რომელზეც სტაბილური ფასის შენარჩუნების საკითხს კრიზისის პერიოდში სახელმწიფო მუდმივ მონიტორინგს უწევდა.

ონლაინ შეხვედრაზე, ლევან დავითაშვილმა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებაში ახალგაზრდების ჩართულობისა და მცირე და საშუალო ფერმერული მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მინისტრმა კონფერენციის მონაწილეებს ამ მიმართულებით არსებული სახელმწიფო პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

რეგიონულ კონფერენციას, რომლის ვირტუალური მასპინძელი უზბეკეთის რესპუბლიკა იყო, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონიდან FAO-ს წევრი ყველა ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსების მიერ რუსთაველის თეატრში დადგმულ სპექტაკლს კრიტიკა მოჰყვა, რეჟიმის კულტურის სამინისტრო თავს იმართლებს
თაზო დათუნაშვილი რეჟიმის ინიციატივაზე აკონტროლოს ხალხი - ვინც მათ არ ეთანხმება, ყველას დეჰუმანიზაცია და დემონიზება ხდება პროპაგანდის ყველა საშუალებით
მიქელაძე - ავტორიტარული სისტემები სწორედ ასე აფართოებენ ძალაუფლებას, ჯერ ქმნიან ბუნდოვან და ფართო კატეგორიებს, შემდეგ კი მათზე ზედამხედველობის, მონიტორინგისა და დასჯის აპარატს აშენებენ
ონიანი - დაანონსებული მექანიზმი ცენზურის მექანიზმად გვევლინება და მას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიულ საზოგადოებაში ინტერესთა ბალანსთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics