2020-11-02 16:19:53, 745 ნახვა
ეკონომიკა
ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 60 000 000 აშშ დოლარი გაყიდა
ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 60 000 000 აშშ დოლარი გაყიდა, - ამის შესახებ განცხადებას სებ-ი აქვეყნებს.
მათი ინფორმაციით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.2439 შეადგინა.
„2020 წლის 2 ნოემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 60 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.2439 შეადგინა”, - განაცხადეს სებ-ში.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან