|
2015-09-23 10:15:34, 547 ნახვა
ეკონომიკა
პრემიერ-მინისტრი: ეკონომიკა ნომინალურ გამოხატულებაში 3 მილიარდზე მეტით გაიზრდება და 33,8 მილიარდ ლარს მიაღწევს
"2016 წლის ბიუჯეტი დაგეგმილია 3%-იანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე, ხოლო ინფლაციის მაჩვენებელი გამოყენებული იქნება ეროვნული ბანკის პოლიტიკით განსაზღვრული მაჩვენებლის ფარგლებში - დაახლოებით 4,5%", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ეკონომიკა ნომინალურ გამოხატულებაში 3 მილიარდ ლარზე მეტით გაიზრდება და 33,8 მილიარდ ლარს მიაღწევს. დეტალურ ინფორმაციას 2016 წლის ბიუჯეტის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ფინანსთა მინისტრი წარადგენს. "დღეს ჩვენ უნდა მოსვიმონოთ ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროდან 2016 წლის ბიუჯეტის შესახებ. ბიუჯეტი დაიგეგმა ეკონომიკის 3%-იანი ზრდის მაჩვენებელზე, ხოლო ინფლაციის მაჩვენებელი გამოყენებული იქნება ეროვნული ბანკის პოლიტიკით განსაზღვრული მაჩვენებლის ფარგლებში. ეს იქნება დაახლოებით, 4.5 %. ეკონომიკა ნომინალურ გამოხატულებაში 3 მილიარდ ლარზე მეტით გაიზრდება და 33.8 მლრდ ლარს მიაღწევს",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)