19:04 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-31 23:36:01, 550 ნახვა

Ipsos ეგზიტპოლი - ვაკეში ხოშტარია 47% , საბურთალოზე სერგეენკო 35%, ისანი კახიშვილი 35%

Ipsos-მა მაჟორიტარული არჩევნების წინასწარი ეგზიტპოლები გამოაქვეყნა, კვლევა ტელეკომპანია "მთავარის" დაკვეთით ჩატარდა.

ეგზიტპოლის თანახმად, ვაკეში  პარტია „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი, ელენე ხოშტარია ლიდერობს, რომელსაც ხმების 47% აქვს, მის კონკრენტს „ქართული ოცნების“ კანდიდატს ნოდარ ტურძელაძეს კი, 33%.

ამ შედეგებით ვაკეში მეორე ტური უნდა გამოცხადდეს, რადგან ვერცერთი კანდიდატი 50%-იან ბარიერს ვერ ლახავს.

საბურთალოს საარჩევნო ოლქში ხმების 35%-ით „ქართული ოცნების“ კანდიდატი დავით სერგეენკო ლიდერობს. ამავე ოლქში ალეკო ელისაშვილს ხმების 35%, ხოლო ბადრი ჯაფარიძეს 19% აქვს.

წინასწარი ეგზიტპოლების თანახმად, ისნის რაიონშიც „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლიდერობს, კახა კახიშვილს 35% აქვს.

„ევროპული საქართველოს“ კანდიდატი ხატია დეკანოიძე მეორე ადგილზე 32%-ით იმყოფება, ხოლო „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე მესამე ადგილზე 19%-ით.

ეგზიტპოლის ამ შედეგებით, სამივე საარჩევნო ოლქი მეორე ტურის ჩატარებასთან ახლოსაა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სინოდის მომდევნო სხდომა 24 აპრილს გაიმართება
მეუფე ილარიონის თქმით, სინოდზე ასაკის ცენზზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, განათლებაზე არ უმსჯელიათ
წყნეთში, სკვერში დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის ოჯახი მომხდარზე პასუხისმგებლობას კალაძეს აკისრებს
მედვედევი: დროა, შევწყვიტოთ ტოლერანტული დამოკიდებულება მეზობლების EU-ში გაწევრიანების მიმართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics