03:45 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-22 17:39:00, 494 ნახვა

პოლიტიკა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველ მოადგილედ თამარ ხულორდავა დაინიშნა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის პირველ მოადგილედ თამარ ხულორდავა დაინიშნა. 

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, პირველი მოადგილე თანამშრომლებს დღეს მინისტრმა პირადად წარუდგინა და აღნიშნა, რომ თამარ ხულორდავას საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.  იგი ბოლო წლებში საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში პროექტების მენეჯერის თანამდებობაზე მუშაობდა და სისხლის სამართლის სისტემის რეფორმისა და კანონის უზენაესობის სფეროში ევროკავშირის პროექტებს კურირებდა. 
„ევროკავშირისა და ჩვენი სურვილები სისტემის ევროსტანდარტებთან მიახლოების თვალსაზრისით, ერთმანეთს ემთხვევა. აქედან და ასევე, თამარის გამოცდილებიდან გამომდინარე, შევთავაზეთ მას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი მუშაობით ეფექტური ტემპებით გავაგრძელებთ ყველა პროექტის განხორციელებას და მივიყვანთ ბოლომდე“, - განაცხადა კახა კახიშვილმა. 
უწყების ცნობით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში თამარ ხულორდავა კურირებას გაუწევს პრობაციის ეროვნულ სააგანეტოს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრს, სამედიცინო და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტების მუშაობას. გარდა ამისა, მინისტრის პირველი მოადგილე საპარლამენტო მდივანიც იქნება. 
„სასჯელაღსრულების სისტემა ჩემთვის უცხო არ არის. სამინისტროსთან ბოლო წლების განმავლობაში სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის მიმართულებით აქტიურად და მჭიდროდ ვთანამშრომლობდი. თუმცა ერთია, როცა რეფორმებზე გარედან საუბრობ, გაქვს კონკრეტული ხედვები და მოთხოვნები, მაგრამ მეორე და ძალიან მნიშვნელოვანია, როცა პირადად ახორციელებ და იღებ პასუხისმგებლობას შედეგებზე. პირველი მოადგილის თანამდებობა ჩემთვის გამოწვევა და ამავდროულად, დიდი პატივია. სრულად ვაცნობიერებ ჩემზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას და მადლობელი ვარ ნდობის გამოცხადებისთვის. სამინისტროს გუნდთან თანამშრომლობით, მაქსიმუმს გავაკეთებ იმისთვის, რომ სამინისტროს ყველა დასახული გეგმა და დაწყებული რეფორმა ბოლომდე იქნას მიყვანილი“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ. 
თამარ ხულორდავა პროფესიით იურისტია. მას დამთავრებული აქვს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. გარდა ამისა, განათლება მიღებული აქვს შვედეთსა და გერმანიაში. 
სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა მას შემდეგ იყო ვაკანტური, რაც ყოფილი პირველი მოადგილე კახა კახიშვილი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრად დაინიშნა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics