|
2020-10-31 08:46:51, 528 ნახვა
პრეზიდენტი - დღეს ყველანი ხმას ვაძლევთ, რათა ავაშენოთ ქვეყანა, რომელზეც ვოცნებობთ
ჩვენ დღეს ხმას ვაძლევთ იმისთვის, რომ ავაშენოთ ის ქვეყანა, რომელზეც ვოცნებობთ, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეებს დღევანდელი დღე მიულოცა. „მე მინდა ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე, მნიშვნელოვანი დღე ამ ქვეყნისთვის. მე მივეცი ხმა ისევე, როგორ ყველა ჩვენი მოქალაქე დღეს მისცემს ხმას, ანუ თავისუფლად, წყნარად, რამდენადაც შეიძლება. ჩვენ დღეს ხმას ვაძლევთ ყველანი იმისთვის, რომ ავაშენოთ ის ქვეყანა, რომელზეც ყველანი ვოცნებობთ, ეს არის ევროპული, დემოკრატიული ქვეყანა და დღეს არის კიდევ ერთ ნაბიჯი ამ მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ დღეს მოქალაქეები რთულ პირობებში აძლევენ ხმას, რასაც ჰქვია პანდემია და მიუხედავად ამისა, ყველას მინდა მოვუწოდო რომ მშვიდად მოვიდეს აქ, დაცულია ყველა ზომები იმისთვის, რომ ყველამ შეძლოთ მობრძანება და უბანზე თქვენი ხმის მიცემა. ნურაფრის ნუ გეშინიათ, თქვენ თავადაც დაიცავით დისტანცია, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი ძალიან კარგად ჩატარდება მშვიდობიანად და გისურვებთ, ხვალინდელი ქართული საზოგადოების და სახელმწიფოს დღეს’, -განაცხადა პრეზიდენტმა.
სინოდის მომდევნო სხდომა 24 აპრილს გაიმართება
მეუფე ილარიონის თქმით, სინოდზე ასაკის ცენზზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, განათლებაზე არ უმსჯელიათ
წყნეთში, სკვერში დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის ოჯახი მომხდარზე პასუხისმგებლობას კალაძეს აკისრებს
მედვედევი: დროა, შევწყვიტოთ ტოლერანტული დამოკიდებულება მეზობლების EU-ში გაწევრიანების მიმართ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)