|
2020-10-29 23:08:45, 767 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - ქართველი ინვესტორები, მსგავსად უცხოელი ინვესტორებისა, ოპტიმისტურად უყურებენ საქართველოს მომავალს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჩურში 18-ნომრიანი საოჯახო სასტუმროს „სვიანას" გახსნაში მიიღო მონაწილეობა. სასტუმრო მეწარმეობის სტიმულირების სამთავრობო პროგრამის „აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით გაიხსნა. დღესდღეობით სასტუმროში 32 ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული. სამომავლოდ, ინვესტორი სასტუმროს გაფართოებას და პერსონალის 50 კაცამდე გაზრდას გეგმავს. „ეს სასტუმრო კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩვენი ქართველი ინვესტორები, მსგავსად უცხოელი ინვესტორებისა, ოპტიმისტურად უყურებენ საქართველოს მომავალს, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, ჩვენს ბიზნეს გარემოს, ტურიზმის პერსპექტივას. ამავე დროს, აღნიშნული სასტუმრო პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ბენეფიციარია, რაც იმის დასტურია, რომ ჩვენი პროგრამა ძალიან ეფექტურია და ბევრ ასეთ მცირე საოჯახო სასტუმრო და სხვა პროფილის საწარმოებს ეხმარება ამუშავებასა და განვითარებაში," - განაცხადა ნათია თურნავამ. მინისტრმა დაათვალიერა ახლადგახსნილი სასტუმრო, სადაც ასევე მოქმედებს ორი ქართული ტრადიციული კერძების რესტორანი და საკონფერენციო დარბაზი. ამასთანავე, სასტუმროს ტერიტორიაზეა ღია აუზი. აღსანიშნავია რომ სასტუმრო „სვიანა" სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ სესხის საპროცენტო განაკვეთს სააგენტო „აწარმოე საქართველოში" დაფარავს. სააგენტოს დახმარებით აღებული სესხი 1 მილიონი ლარია, ხოლო აღნიშნული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა კი 3 მლნ ლარზე მეტს შეადგენს. სასტუმროს გახსნას ასევე დაესწრნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მ.შ ირაკლი შიოშვილი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი.
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)