|
2020-10-29 12:51:27, 546 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი: სასურსათო უზრუნველყოფაში არ ყოფილა არანაირი წყვეტა და არც მომავალში იქნება
სასურსათო უზრუნველყოფაში არ ყოფილა არანაირი წყვეტა და არც მომავალში იქნება, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მისი თქმით. ხორბალთან და ფქვილთან დაკავშირებით, ბოლო დღეებში, ფასის საკითხი აქტუალურია, რადგან, მსოფლიოში, შემოდგომის პერიოდში, პირველად სასურსათო პროდუქციაზე გარკვეულმა ინფლაციურმა ტალღამ გადაიარა. „შემდეგი სეზონის საპროგნოზო მონაცემებზე ბევრი სპეკულაციაა. ეს არ ხდება მხოლოდ 2020 წელს, თუმცა, ამ თემას კოვიდის პირობებში უფრო მეტი ყურადღება ექცევა. მიუხედავად რამდენიმე ქვეყანაში გვალვის გამო მოსავლის შემცირებისა, რაოდენობა დააკომპენსირა სხვა ქვეყანებში მოსავლის რაოდენობამ და საერთო ნაშთები რომ ვნახოთ, მსოფლიოში ხორბლის რაოდენობა არ გამოიყურება კრიტიკულად. ჩვენს რეგიონში, ევრაზიაში გამოჩნდა ისეთი მოთამაშე, როგორიც ავსტრალიაა. ავსტრალია აზიის ქვეყნებისთვის არ იყო ხორბლის სტაბილური მიმწოდებელი. თუმცა, მან შეძლო ბაზარზე შემოსვლა და რუსულ ხორბალზე მოთხოვნის დაკომპენსირება. ჩვენ ამ პროცესს ვაკვირდებით ყოველდღიურად, ვაკვირდებით ნაშთებს საქართველოში იმისთვის, რომ სასურსათო უზრუნველყოფაში არ იყოს არანაირი წყვეტა, რაც არ ყოფილა გაზაფხულზე და არ იქნება მომავალში. ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. ამხელა აჟიოტაჟია მიკვირს, რადგან ჩვენ დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია პროცესის მართვა. კრიტიკულ სიტუაციაში პროცესებს ვმართავთ ისე, რომ ჩვენი მოსახლეობა მინიმალურად იგრძნობს. ჩვენ გაზაფხულზე გავაკეთეთ იმპორტის წახალისება, გამომდინარე იქედან, რომ არაორდინალური ნაბიჯები იყო გადადგმული მეზობელი ქვეყნების მხრიდან, რაც უკავშირდებოდა ექსპორტის კვოტირებას, ლიმიტირებას და ასევე, სხვადასხვა ტიპის ბარიერის შემოღებას, რასაც შესაძლოა გამოეწვია წყვეტა მიწოდებაში. ახლა ასეთი მოლოდინები არ გვაქვს, წინაპირობები არ არსებობს ბაზარზე და, შესაბამისად, მსგავსი ტიპის ინტერვენციას არ ვგეგმავთ. ვაკვირდებით ხორბალს; ხორბალია საფუძველი და არა ფქვილი, რადგან საქართველოს აქვს ძალიან დიდი სიმძლავრე, 3-ჯერ და 4-ჯერ მეტი სიმძლავრე, რომ აწარმოოს ქვეყნისთვის საჭირო რაოდენობის ფქვილი. შესაბამისად, აქცენტი კეთდება ხორბალზე, რათა ქვეყანა უზრუნველყოფილი იყოს პურპროდუქტებით”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
რუსების მიერ რუსთაველის თეატრში დადგმულ სპექტაკლს კრიტიკა მოჰყვა, რეჟიმის კულტურის სამინისტრო თავს იმართლებს
თაზო დათუნაშვილი რეჟიმის ინიციატივაზე აკონტროლოს ხალხი - ვინც მათ არ ეთანხმება, ყველას დეჰუმანიზაცია და დემონიზება ხდება პროპაგანდის ყველა საშუალებით
მიქელაძე - ავტორიტარული სისტემები სწორედ ასე აფართოებენ ძალაუფლებას, ჯერ ქმნიან ბუნდოვან და ფართო კატეგორიებს, შემდეგ კი მათზე ზედამხედველობის, მონიტორინგისა და დასჯის აპარატს აშენებენ
ონიანი - დაანონსებული მექანიზმი ცენზურის მექანიზმად გვევლინება და მას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიულ საზოგადოებაში ინტერესთა ბალანსთან
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)