17:52 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-27 21:27:49, 678 ნახვა

საზოგადოება
ფიზიკურ პირებს ან მათი ოჯახის წევრებს 2019 წელს 40 000 ლარზე მეტი შემოსავლის მიღების შემთხვევაში, 2 ნოემბრამდე ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება აქვთ

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური შეგახსენებთ, რომ თუ თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების შემოსავალი გასული 2019 წლის მიხედვით, აღემატებოდა 40000 ლარს და თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრები საქართველოს ტერიტორიაზე ფლობთ  დასაბეგრ ქონებას, ასევე, შემოსავლის ოდენობის მიუხედავად,  თქვენ ან თქვენს ოჯახის წევრ(ებ)ს გაქვთ  დასაბეგრი მიწა, წარმოგეშვებათ ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ფიზიკური პირების მიერ ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვადა მიმდინარე წლის 2 ნოემბერს იწურება. აქვე შეგახსენებთ, რომ ფიზიკური პირი ქონებაზე და მიწაზე ქონების გადასახადს იხდის არაუგვიანეს მიმდინარე წლის 16 ნოემბრისა.

ამასთან, COVID-19-ის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული რეკომენდაციების საფუძველზე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოგმართავთ თხოვნით, მაქსიმალურად გამოიყენოთ დისტანციური წვდომის შესაძლებლობა.

ფიზიკური პირის მიერ ქონების გადასახადის ელექტრონულად დეკლარირება შესაძლებელია, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის საშუალებით www.rs.ge

დეტალური ინფორმაცია, ფიზიკურ პირთა მიერ ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ, ასევე, ვიდეო ინსტრუქცია და გზამკვლევი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე:

  • ფიზიკური პირის ქონების გადასახადის 2020 წლის დეკლარაციის წარდგენა https://www.youtube.com/watch?v=ObXgmVYUn7A
  • ქონების გადასახადის დეკლარაციის შევსება  https://www.youtube.com/watch?v=YjUGpZnSPYE
  • ვებგვერდის მეშვეობით ფიზიკური პირებისთვის საკუთარი შემოსავლებისა და ქონების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე https://rs.ge/PersonsTaxes?cat=2&tab=1




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი სოციალურ ქსელებში ცენზურაზე - ვისაც იხუტებს ბრიუსელი, ისინი ცდილობენ ზიზღის დათესვას
რუსი ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქე თავისუფალია
კობახიძე სოციალურ ქსელებში ცენზურაზე - სახელმწიფო უზრუნველყოფს ეფექტიან რეაგირებას
ბაქო - თბილისი - ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics