09:27 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-27 21:25:49, 1268 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის მინისტრმა სენაკის სამხედრო ბაზაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა

თავდაცვის მინისტრი დასავლეთ საქართველოში მდებარე სამხედრო ბაზებზე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე ეცნობა. დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა სენაკში, მეორე ქვეით ბრიგადაში მიმდინარე და დასრულებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა.

სენაკში უკვე დასრულებულია მე-2 ქვეითი ბრიგადის  ტერიტორიისა და საცხოვრებელი კორპუსების პერიმეტრის შემოღობვა, ასევე,  ყაზარმების ფასადებისა და სახურავების სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები.

ამ ეტაპზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად რემონტდება 6 ყაზარმა, რაც გულისხმობს ახალი საპირფარეშოების, საშხაპეების, პირსაბანების და სამრეცხაოების მოწყობასა და სრულად აღჭურვას, ასევე კონდიცირება-ვენტილაციის სისტემების მოწყობას, ოთახებში იატაკების, კედლებისა და ჭერის განახლებას, განათებისა და კავშირგაბმულობის სისტემების, კანალიზაციისა და სხვა საინჟინრო ქსელების რეაბილიტაციას და ფასადების რემონტს. ამავე ტერიტორიაზე მიმდინარეობს ბრიგადის შტაბის შენობის სარემონტო სამუშაოები და 2 სტადიონის მოწყობა.

მინისტრის თქმით, მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები თავდაცვის ძალებში არსებულ ყველა სამხედრო ბაზაზე წლის ბოლომდე დასრულდება და სამხედროები სამსახურს ნატოს სტანდარტების თანამედროვე გარემოში განაგრძობენ.  





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics