|
2020-10-27 18:19:21, 611 ნახვა
კომენტარი
გიორგი გახარია - ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ოცნებობს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოიშალოს, ამას ვერ მიაღწევენ
ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ოცნებობს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოიშალოს, ამისთვის ყველაფერს აკეთებენ, მაგრამ ამას ვერ მიაღწევენ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი ენერგიას არ იშურებს, რომ დარტყმის ქვეშ დააყენოს ეპიდემიოლოგები და ექიმები, რომლებიც ბრძოლის წინა ხაზზე არიან. „ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ოცნებობს იმაზე, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოიშალოს, უფრო მეტიც, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ინსტიტუტები ჩამოიშალოს, მაგრამ ეს უბრალოდ, მიუღწეველია. ვერ მიაღწევენ ამას. დღეს, როდესაც გლობალური პანდემიაა, ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი, უბრალოდ ენერგიას არ იშურებს, რომ დარტყმის ქვეშ დააყენოს ეპიდემიოლოგები და ექიმები, რომლებიც ბრძოლის წინა ხაზზე არიან. პარალელურად, იგივე დარტყმებს დღეს აყენებენ პოლიციას, ჯარს და რა ხდება? რა გგონიათ, ექიმები არ ცდებიან? თუ ფიქრობთ, რომ პოლიცია შეუცდომელია? ფიქრობთ, რომ მე ვარ შეუცდომელი ან იქნებ თქვენ ხართ შეუცდომელი? ჩვენი საერთო მიზანი უნდა იყოს ინსტიტუტების გაძლიერება და არა ყველაფრის გაკეთება იმისთვის, რომ ქვეყნის ინსტიტუტები დავანგრიოთ, ის ინსტიტუტები, რომლებიც ჩვენზე ზრუნავენ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)