|
2015-09-22 12:15:53, 487 ნახვა
საზოგადოება
ანა დოლიძე აუდიტის ტრენინგის მონაწილეებს შიდა აუდიტორთა უწყვეტი პროფესიული განვითარების მნიშვნელობაზე ესაუბრა
ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრული რეფორმის- სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის მნიშვნელოვან ნაწილს საჯარო სექტროში ფუნქციურად ძლიერი შიდა აუდიტის სამსახურების ჩამოყალიბება და მათი საქმიანობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, სამინისტროს აკადემიაში შიდა აუდიტის ტრენინგი დაიწყო. ღონისძიება საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძემ გახსნა და შიდა აუდიტორთა უწყვეტი პროფესიული განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ტრენინგზე დამსწრეებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ცოტნე ყავლაშვილი, გაერთიანებული სამეფოს ატაშე საქართველოში, ვიცე-პოლკოვნიკი ნიკ ვილკესი და ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ მიესალმენ. ტრენინგში თავდაცვის სამინისტროსა და კიდევ 9 სამინისტროს შიდა აუდიტორები მონაწილეობენ. სემინარს ასევე ესწრებიან წარმომადგენლები ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტიდან, რომელიც საჯარო სექტორში შიდა აუდიტის რეფორმის განხორციელებაზეა პასუხისმგებელი. კურსის ფარგლებში მონაწილეები შესყიდვების, ადამიანური რესურსების, ინფორმაციისა და კორპორაციული მართვის, ასევე თაღლითობის რისკის აუდიტის საკითხებს შეისწავლიან.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)