|
2020-10-27 12:49:03, 626 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა - შეზღუდვები სწორ დროს დავაწესეთ, ამიტომაც ვითარდება დღეს ჩვენი ეკონომიკა
შეზღუდვები სწორ დროს დავაწესეთ, ამიტომაც ვითარდება დღეს ჩვენი ეკონომიკა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. მისივე თქმით, პანდემიის დასაწყისში თითოეული შემთხვევა იყო გაცილებით უფრო დიდი შოკი და საფრთხე, ვიდრე დღეს. „ჩვენ დავაწესეთ შეზღუდვები აბსოლუტურად სწორ დროს, ეს იყო პანდემიის დასაწყისი, როდესაც პრაქტიკულად არც არავინ მსოფლიოში და არც საქართველოში არ ვიცოდით სწორი რეაგირება პანდემიაზე, არ იყო ჯერ კიდევ ტესტირების სიმძლავრე, არ იყო კარგად ცნობილი მკურნალობის მეთოდოლოგია, იმ დროს, თითოეული შემთხვევა იყო გაცილებით უფრო დიდი შოკი და საფრთხე, ვიდრე დღეს დავუშვათ 10 შემთხვევა. დღეს სწორედ იმიტომაც ვითარდება ჩვენი ეკონომიკა და დაიწყო გაჯანსაღება, რომ ჩვენ პირველი ორი-სამი თვე გავატარეთ მკაცრი შეზღუდვები, სხვა შემთხვევაში ჩვენ ახლა ვერ ვისაუბრებდით ეკონომიკის აღდგენაზე“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)