|
2020-10-27 10:49:09, 727 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი“ მომხმარებელს ურჩევს, კომუნალური გადასახადები დისტანციური არხების გამოყენებით გადაიხადოს
ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თიბისი მომხმარებლებს ურჩევს, კომუნალური გადასახადები დისტანციური არხების - მობაილ და ინტერნეტბანკის საშუალებით გადარიცხონ. „თიბისის“ მობაილ და ინტერნეტბანკში შესაძლებელია ავტომატური გადარიცხვის ფუნქციონალის გააქტიურება და კომუნალური გადასახადების ყოველი თვის განსაზღვრულ რიცხვში გადახდა. ამ გზით მომხმარებელი საკომისიო გადასახადს არ გადაიხდის და დაზოგავს დროს. ამასთანავე, „თიბისის“ მობაილ და ინტერნეტბანკს უკვე დაემატა კომუნალური გადასახადების დაჯგუფების ფუნქციონალიც, რაც არსებული ან ახალი კომუნალური გადასახადების შაბლონების დაჯგუფების და მათი სასურველი ტიპის ჯგუფში გაერთიანების შესაძლებლობას იძლევა. ასე გადახდა ერთ ღილაკზე თითის დაჭერითაა შესაძლებელი, რაც მომხმარებელს ტრანზაქციის შესრულებას კიდევ უფრო გაუმარტივებს. „თიბისისთვის“ მთავარი პრიორიტეტი გუნდის და მომხმარებლების უსაფრთხოებაზე ზრუნვაა. პანდემიის დაწყების დღიდან, ბანკმა მომხმარებლის ცხოვრების გასამარტივებლად არაერთი მომსახურება დისტანციურ რეჟიმში გადაიტანა. სერვისების გაციფრულების და გაუმჯობესების მიმართულებით „თიბისის“ გუნდი მუდმივად მუშაობს და მომხმარებელს არაერთ სიახლეს შესთავაზებს.
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)