|
2020-10-26 21:31:45, 580 ნახვა
კომენტარი
ვლადიმერ ბორცვაძე - ეს არის მიზანმიმართული სიცრუის ტირაჟირება და გავრცელება, რომ თითქოს ჩვენ ბოროტმოქმედი დავაკავეთ და გაგვექცა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ვლადიმერ ბორცვაძემ ზუგდიდში გამართული ბრიფინგის შემდეგ დამნაშავის შესახებ ინფორმაციის მედიაში გავრცელების და მიზანმიმართული სიცრუის ტირაჟირების შესახებ ისაუბრა. ბორცვაძემ აღნიშნა, რომ მიზანმიმართული სიცრუის ტირაჟირება და გავრცელებაა, თითქოს პოლიციამ ბოროტმოქმედი დააკავა და გაექცა. "როგორც აღვნიშნე ეს არის მიზანმიმართული სიცრუის ტირაჟირება და გავრცელება, რომ თითქოს ჩვენ ბოროტმოქმედი დავაკავეთ და გაგვექცა. ტყუილია ეს ყველაფერი, სიმართლეს არ შეესაბამება და გპირდებით დაუყოვნებლივ, მას შემდეგ რაც პოლიციის მიერ ბოროტმოქმედის დაკავება მოხდება, ამის შესახებ ინფორმაციას პირველი გაიგებთ ჩვენგან. მაშინ როდესაც მედიასაშუალებებში გავრცელდა ვიდეო ჩანაწერები, სადაც კარგად ჩანს ფიზიკური აღნაგობა ბოროტმოქმედის, ისმის მისი ხმა, ჩვენ არ გამოვრიცხავდით რომ ვიღაცამ ნებისმიერმა მოქალაქემ იგი ამოიცნო და ამის შესახებ ინფორმაცია მედიასაშუალებებს მიაწოდა. ასევე, არ გამოვრიცხავთ რომ სამძებრო ღონისძიებების დროს რაღაცა ინფორმაცია გაიჟონა და აქედან გახდა ცნობილი მედიასაშუალებებისთვის - მაგრამ ეს არის ვარაუდი", - განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)