|
2020-10-26 16:48:18, 779 ნახვა
ეკონომიკა
კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 1.89 მლრდ ლარით გაიზარდა
სექტემბრეში წინა თქვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 1.89 მლრდ ლარით გაიზარდა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 552.91 მლნ ლარით, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 1.34 მლრდ ლარით გაიზარდა "რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2020 წლის სექტემბრის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 4.69 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 6.03%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 12.81 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 7.03%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.40%-ით მეტი)", - აცხადებენ სებ-ში. მათივე ინფორმაციით, 2020 წლის სექტემბრის განმავლობაში 4.23%-ით, ანუ 732.34 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრისათვის 18.05 მლრდ ლარი შეადგინა. "მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრისათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 42.55 პროცენტი შეადგინა, 2020 წლის პირველი სექტემბრის მდგომარეობასთან შედარებით, შემცირდა 0.73 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.84 პროცენტული პუნქტით)" , - აღნიშნულია ეროცნული ბანკის ანგარიშში.
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)