|
2020-10-26 15:13:14, 619 ნახვა
კომენტარი
კახა კალაძე - ბიძინა ივანიშვილს 7-8 წლის ასაკში ჰქონდა ფარული შეხვედრა ბრეჟნევთან, თურმე მაშინ დალაგდა მისი შემოსვლა პოლიტიკაში
ბიძინა ივანიშვილს დაახლოებით, 7-8 წლის ასაკში ჰქონდა ფარული შეხვედრა ბრეჟნევთან და მაშინ დალაგდა მისი შემოსვლა თურმე პოლიტიკაში, - ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი კახა კალაძე ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში გასული „ქართუ ჯგუფის“ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ელდარ გოგოლაძის ინტერვიუს. მისი თქმით, აღნიშნულ ინტერვიუს „ექშენი“ აკლდა. „ეფექტური არ იყო, მინდა ეს ინტერვიუ დაგიწუნოთ. „ექშენი“ აკლდა. მესმის, 17 წლის წინანდელი ამბავია, მაგრამ უფრო საინტერესო იქნებოდა და უფრო დიდ საიდუმლოს გაგიმხელთ. ბიძინა ივანიშვილს დაახლოებით, 7-8 წლის ასაკში ჰქონდა ფარული შეხვედრა ბრეჟნევთან. მაშინ დალაგდა ბიძინა ივანიშვილის შემოსვლა თურმე პოლიტიკაში. შეგიძლიათ მიბრძანდეთ ლეონიდ ბრეჟნევთან და დაუსვათ ეს შეკითხვა“, - განაცხადა კახა კალაძემ. ცნობისთვის, ტელეკომპანია „მთავარისთვის“ მიცემულ ინტერვიუში „ქართუ ჯგუფის“ ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, ელდარ გოგოლაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ანგოლის სამოქალაქო ომში იარაღის უკანონოდ ვაჭრობის საქმეში ფიგურირებდა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)