15:06 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-22 11:47:17, 501 ნახვა

საზოგადოება
ზუგდიდის გამგეობაში სათემო საჭიროებების განხილვა გაიმართა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დღეს, ფონდი ტასო – ს ხელმძღვანელობით, „თემისა და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლობა სოციალური (გენდერული) ბიუჯეტირებისათვის“ საკითხზე შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატით გაიმართა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, შეხვედრას მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გიზო სართანია, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ააიპ - ის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაცია „ნეფა“ – სა და „სოკარ ჯორჯია“–ს წარმომადგენელი ესწრებოდა.

მათივე ინფორმაციით,  მრგავლი მაგიდის ფარგლებში განხილულ იქნა ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობის კომიტეტის მიერ გამოვლენილი სათემო საჭიროებები და თვითმმართველობასთან დანადაფინანსებით განსახორციელებელი პროექტები: არსებული სიტუაცია და შედეგები.

მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ გიზო სართანიამ შეხვედრაზე წამოჭრილი საკითხების მოგვარების გზებზე და აუცილებლობებზე ისაუბრა.

ცნობისთვის,  მსგავსი ფორმატის შეხვედრები წელიწადში ერთხელ იმართება და შეხვედრის მიზანია სახვადასხვა სახის საჭიროებების თუ პრობლემების მოგვარების გზებზე მსჯელობა ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics