|
2015-09-22 11:43:39, 614 ნახვა
საზოგადოება
ზუგდიდის 48 ადმინისტრაციულ ერთეულში დასუფთავების სამ დღიანი აქცია დასრულდა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 48 ადმინისტრაციული ერთეული გარემოსდაცვით კამპანიაში „დავასუფთავოთ მსოფლიო“ ჩაერთო. როგორც „ექსპრესნიუსს“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, აქციაში მონაწილეობის მისაღებად შედგა გრაფიკი რის მიხედვითაც სოფლის წარმომადგენლები სხვადასხა დროს დაიწყებდნენ ტერიტორიების დასუფთავებას. მათივე ინფორმაციით, დასუფთავდა ანაკლიის სანაპირო ზოლი და ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრალური ნაწილი. ნარჩენებისგან გასუფთავდა ზღვის სანაპირო. ცენრტალური ტრასები და ტროტუარები, სკვერები დასუფთავდა ცაცხვის, ორსანტიის, განმუხურის, დიდინეძის, ინგირის, დარჩელის, კოკის, ახალსოფლის ტერიტორიაზე. მდინარის სანაპიროები გაიწმინდა ცაიშის, ჯიხაშკარის ტერიტორიაზე. საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაიწმინდა რუხის #1 სასაფლაოს ტერიტორია და დაიდგა ნაგვის ურნაც. დასუფთავების აქციაზე მონაწილეობას ღებულობდნენ სოფლებში გამგებლის წარმომადგენლები, სკოლის მოსწავლეები, საბავშო ბაღის აღსაზრდელები და სოფლის დამლაგებლები. აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ დასუფთავების აქცია 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)