|
2020-10-24 18:04:02, 773 ნახვა
ეკონომიკა
ეკატერინე მიქაბაძე - სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრაზე ჩვენი რეგიონიდან არსებულ ვითარებაზე სასაუბროდ საქართველო მიიწვიეს
საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, გაიმართა მაღალი დონის დისკუსია სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორსა და კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური სტრუქტურების ხელმძღვანელებს შორის, სადაც საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და ამ გამოწვევებთან გამკლავების მეთოდებს. წლიური შეხვედრის ფარგლებში საფინანსო ორგანიზაციებმა ასევე გამართეს მაღალი დონის დიალოგი პანდემიის პირობებში ციფრული ტექნოლოგიების განვითარებისათვის ქვეყნების პოლიტიკის გაძლიერების და ამ მიმართულებით მიღწეული შედეგების შესახებ. როგორც პირველ, ასევე მეორე დისკუსიაში მაგალითად მოყვანილი იყო საქართველო, როგორც რეგიონის ლიდერი ეკონომიკური სტაბილურობისა და სტრუქტურული რეფორმების განხორციელების მიმართულებით. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ რეგიონიდან, არსებულ ვითარებაზე სასაუბროდ მიწვეულ იქნა საქართველო. „ეს საქართველოს კიდევ ერთი აღიარება და მისი მთავრობის ეკონომიკური ხედვის მართებულობის დასტურია. ჩვენი პარტნიორებისათვის საინტერესოა, როგორია საქართველოს ხელისუფლების მიერ დასახული გზები და როგორ შეიძლება იქნეს დაძლეული კრიზისი როგორც ქვეყანასა და რეგიონში, ისე გლობალურად", - აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ. საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, მართავს მაღალი დონის დისკუსიებს თითოეულ რეგიონთან, სადაც წევრი ქვეყნები გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებსა და შეხედულებებს, როგორ უნდა მოხდეს ეკონომიკური აქტივობის სრულყოფილი აღდგენა პოსტპანდემიურ პერიოდში. გარდა ამისა, სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით, ორგანიზებას უწევს მაღალი დონის დისკუსიას პრიორიტეტულ თემაზე - პანდემიიდან გამომდინარე, წელს საუბარი წარიმართა ციფრულ ტექნოლოგიებზე და ეროვნული მთავრობების ინიციატივებზე მისი განვითარების მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ წელს სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ობიექტივში საქართველო მოექცა, რაც კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ საქართველოს აქვს მაღალი რეპუტაცია საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებში, ხოლო საქართველოს მთავრობის ეკონომიკური ხედვა სამოდელოა მსოფლიოს არაერთი სხვა ქვეყნისთვის.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)