|
2020-10-24 17:14:23, 535 ნახვა
კომენტარი
ეკატერინე ტიკარაძე - მნიშვნელოვანია არა საწოლფონდი, არამედ საექიმო რესურსი, რომელიც ლიმიტირებულია
მნიშვნელოვანია არა საწოლფონდი ან სასუნთქი აპარატები, არამედ საექიმო რესურსი, რომელიც ლიმიტირებულია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მანვე მოუწოდა საზოგადოებას, რომ დაიცვან ეპიდემიოლოგებისა და ჯანდაცვის სამინისტროსგან მოწოდებული ყველა რეგულაცია. „ჯანდაცვის სექტორი არის მაქსიმალურად მომზადებული, მაგრამ ამასთან დაკავშირებითაც მუდმივად ვაკეთებ კომენტარს, რომ მნიშვნელოვანია არა საწოლფონდი და სასუნთქი აპარატი, არამედ მნიშვნელოვანია ჩვენი საექიმო რესურსი, რომელიც არის ლიმიტირებული, აქედან გამომდინარე, სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და დავიცვათ ის ზომები, რომელიც მოწოდებულია პანდემიის პერიოდში. ჩვენ მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომ დაიცვან ყველა ის წესი, რომელიც მოწოდებულია ეპიდემიოლოგებისა და ჯანდაცვის სექტორის მხრიდან“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)